Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-545-508-2017 4 მაისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ. ჯ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ქ-ი (მოპასუხე), ა. ნ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ამხანაგობიდან გარიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ლ. ჯ-ის სარჩელის გამო მოპასუხე თ. ქ-ისა და ა. ნ-ის მიმართ მოპასუხეების ამხანაგობიდან გარიცხვის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, თ. ს-ის, ბ. ჩ-ს, ნ. გ-ის და მ. ჩ-ის სარჩელი თ. ქ-ის და ა. ნ-ის მიმართ, ამხანაგობიდან გარიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ა. ნ-ის შეგებებული სარჩელი ზ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, თ. ს-ის, ბ. ჩ-ს, ნ. გ-ის, ლ. ჯ-ის და მ. ჩ-ის მიმართ, ამხანაგობის საერთო კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ზ. ჯ-მა, ნ. ჯ-მა, თ. ს-მა, ბ. ჩ-ემ, ნ. გ-მა, მ. ჩ-ემ და ლ. ჯ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 თებერვლის განჩინებით ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო, რადგან ის არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით ზ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, ბ. ჩ-ს, ნ. გ-ის, მ. ჩ-ისა და თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ზ. ჯ-თან, ნ. ჯ-თან, თ. ს-თან, ბ. ჩ-სთან, ნ. გ-თან და მ. ჩ-ესთან ერთად ლ. ჯ-ემაც წარადგინა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ლ. ჯ-ის სარჩელის გამო მოპასუხე თ. ქ-ისა და ა. ნ–ის მიმართ მოპასუხეების ამხანაგობიდან გარიცხვის შესახებ.

ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 თებერვლის განჩინებით ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო, რადგან ის არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტს.

ზემოთ მოცემული მსჯელობისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლ. ჯ-ე არ არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე მუხლის პირველი ნაწილით, 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი