Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-730-683-2017 12 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს. შ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ს. შ-ის სარჩელი მ. დ-ის წინააღმდეგ, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ს. შ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. შ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

2017 წლის 9 ივნისს ს. შ-ის წარმომადგენელმა თ. ა--ა განცხადებით მომართა სასამართლოს და ითხოვა ს. შ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ თ. ა-ა დააზუსტა მოთხოვნა და განაცხადა, რომ თავის მარწმუნებელთან შეთანხმებით საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, არ სურს, რომ უზენაესმა სასამართლომ განიხილოს საკასაციო საჩივარი და თანახმაა, ძალაში დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თ. ა-ს განემარტა, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე წარმოებას და მის მარწმუნებელს აღარ ექნება შესაძლებლობა ამ საქმეზე კვლავ მომართოს სასამართლოს საკასაციო საჩივრით. თ. ა-ა დაადასტურა, რომ მისთვის და მისი მარწმუნებლისათვის, ს. შ-ისათვის, ცნობილია ის სამართლებრივი შედეგები, რასაც საკასაციო საჩივარზე უარის თქმა იწვევს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ს. შ–ის წარმომადგენელ თ. ა-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2017 წლის 2 ივნისს განსახილველად გადმოეცა ს. შ-ის საკასაციო საჩივარი.

2017 წლის 9 ივნისს ს. შ-ის წარმომადგენელმა თ. ა--ა განცხადებით მომართა სასამართლოს და ითხოვა ს. შ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ თ. ა-ა დააზუსტა მოთხოვნა და განაცხადა, რომ თავის მარწმუნებელთან შეთანხმებით საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, არ სურს, რომ უზენაესმა სასამართლომ განიხილოს საკასაციო საჩივარი და თანახმაა, ძალაში დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თ. ა-ს განემარტა, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე წარმოებას და მის მარწმუნებელს აღარ ექნება შესაძლებლობა ამ საქმეზე კვლავ მომართოს სასამართლოს საკასაციო საჩივრით. თ. ა-ა დაადასტურა, რომ მისთვის და მისი მარწმუნებლისათვის, ს. შ-ისათვის, ცნობილია ის სამართლებრივი შედეგები, რასაც საკასაციო საჩივარზე უარის თქმა იწვევს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ ს. შ-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ს. შ-ის საკასაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. შ–ის წარმომადგენელ თ. ა-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება ს. შ-ის საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ს. შ-ის სარჩელის გამო, მ. დ-ის მიმართ, გარიგების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი