Facebook Twitter

საქმე №ას-694-648-2017 12 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - სს „ფ-ა“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-ი“, შპს „ა-ი“, შპს „პ-ი“, შპს „ტ-ი“, შპს „ფ-ი“ (მოპასუხე, კასატორი)

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

დავის საგანი - ხელშეკრულებებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, ქონების დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ფ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ-ის“, შპს „ა-ის“, შპს „პ-ის“, შპს „ტ-ისა“ და შპს „ფ-ის“ მიმართ და მოითხოვა შემდეგი: ა) სს „თ-ის“, როგორც სპეციალისტის მიერ 2010 წლის 20 დეკემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგებისა და აუქციონზე უფლების გადაცემის შესახებ 20.12.2010 წლის #... განკარგულების ბათილად ცნობა; ბ) სს „თ-სა“ და შპს „ა-ს“ შორის 2010 წლის 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; გ) შპს „ა-ის“ მიერ 2010 წლის 22 დეკემბერს სს „თ-ისაგან“ შეძენილი უძრავი ქონებების განკარგვის ბათილად ცნობა; დ) შპს „პ-ის“ მიერ შპს „ა-ისაგან“ შეძენილი უძრავი ქონებების განკარგვის ბათილობა; ე) შპს „ფ-ის“ მიერ შპს „ა-ისაგან“ შეძენილი უძრავი ქონებების განკარგვის ბათილად ცნობა; ვ) უძრავი ქონებებიდან (ს/კ #...; #...; #...; #...) სს „ფ-ისათვის“ 31 260 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით საკუთრებაში დაბრუნება, რომელიც განსაზღვრულია უძრავ ქონებაზე (ს/კ #...) საკადასტო გეგმით (მომზადების თარიღი 2010 წლის 3 დეკემბერი, განცხადების რეგისტრაციის #...) დადგენილი საზღვრებითა და 5410 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით საკუთრებაში დაბრუნება, როგორც ეს განსაზღვრულია უძრავ ქონებაზე (ს/კ #... საკადასტრო გეგმით (მომზადების თარიღი 2010 წლის 29 ნოემბერი, განცხადების რეგისტრაციის #...) დადგენილი საზღვრებით; ზ) შპს „პ-სა“ და შპს „ტ-ს“ შორის 2013 წლის 8 აპრილის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა: ა) შპს „ა-ისათვის“ მიყენებული ზიანის _ 14 427 000 აშშ დოლარის დაკისრება; ბ) შპს „ა-ის“, სს „თ-ის“, შპს „პ-ისა“ და შპს „ფ-ისათვის მიუღებელი შემოსავლის _ 18 400 000 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 აგვისტოს ნაწილობრივი გადაწყვეტილებით სს „ფ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი: ა) სს „თ-ის“, როგორც სპეციალისტის მიერ 2010 წლის 20 დეკემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგები და აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ 20.12.2010 წლის #17.20.12.10 განკარგულება; ბ) სს „თ-ს“ და შპს „ა-ს“ შორის 2010 წლის 22 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; გ) შპს „ა-ის“ მიერ 2010 წლის 22 დეკემბერს სს „თ-ისგან“ შეძენილი უძრავი ქონებების განკარგვა (კერძოდ: უძრავი ქონებების გაერთიანებები განხორციელებული საჯარო რეესტრში 2010 წლის 28 დეკემბერს, რეგისტრირებული #... და 2012 წლის 6 იანვარს, რეგისტრირებული #... განცხადებების საფუძველზე; უძრავი ქონებების დაყოფები განხორციელებული საჯარო რეესტრში 2010 წლის 28 დეკემბერს რეგისტრირებული #..., 2011 წლის 25 მაისს რეგისტრირებული #..., 2011 წლის 25 მაისს რეგისტრირებული #..., 2011 წლის 4 ოქტომბერს რეგისტრირებული #... და 2012 წლის 4 ივლისს რეგისტრირებული #... განცხადებების საფუძველზე; ქონების შეტანა შპს „პ-ის“ კაპიტალში შპს „ა-ის“ დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილება #..., დამოწმების თარიღი 2011 წლის 17 იანვარი და შპს „პ-ის“ დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილება #2 #..., დამოწმების თარიღი 17 იანვარი 2011 წელი; ქონებების შეტანა შპს „ფ-ის“ კაპიტალში შპს „ფ-ის“ პარტნიორთა კრების ოქმი #1 #..., დამოწმების თარიღი 2011 წლის 2 ივნისი; უძრავი ქონებების მიყიდვა შპს „პ-ისთვის“ 2011 წლის 10 ნოემბრისა და 2012 წლის 6 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები); დ) შპს „პ-ის“ მიერ შპს „ა-ისგან“ შეძენილი უძრავი ქონების განკარგვა (ქონების დაყოფები განხორციელებული საჯარო რეესტრში 2011 წლის 19 ოქტომბერს რეგისტრირებული #..., 2013 წლის 3 აპრილს რეგისტრირებული #... განცხადებების საფუძველზე; ქონებების გაერთიანებები განხორციელებული საჯარო რეესტრში 2012 წლის 8 ივნისს რეგისტრირებული #..., 2012 წლის 25 დეკემბერს რეგისტრირებული #... განცხადებების საფუძველზე; უძრავი ქონების მიყიდვა შპს „ა-ისთვის“ 2011 წლის 10 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება #2); ე) შპს „ფ-ის“ მიერ შპს „ა-ისგან“ შეძენილი უძრავი ქონებების განკარგვა (ქონებების დაყოფები განხორციელებული საჯარო რეესტრში 2011 წლის 4 ოქტომბრის #... განცხადებით; შპს „ა-ისთვის“ უძრავი ქონებების მიყიდვა 2011 წლის 22 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები); ვ) უძრავი ქონებებიდან (ს/კ #..., #..., #..., #...) სს „ფ-ას“ საკუთრებაში დაუბრუნდა 31260 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით, რომელიც განსაზღვრულია უძრავ ქონებაზე (ს/კ #...) საკადასტრო გეგმით (მომზადების თარიღი 2010 წლის 3 დეკემბერი, განცხადების რეგისტრაციის #...) დადგენილი საზღვრებით და 5410 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით, როგორც ეს განსაზღვრულია უძრავ ქონებაზე (ს/კ #...) საკადასტრო გეგმით (მომზადების თარიღი 2010 წლის 29 ნოემბერი, განცხადების რეგისტრაციის #...) დადგენილი საზღვრებით; ზ) ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 8 აპრილს შპს „პ-სა“ და შპს „ტ-ს“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება.

ამავე სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ფ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა-ს“ შპს „ფ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროა ჯამში 14 427 000 აშშ დოლარი. აღსასრულებელ თანხად განისაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების მომენტში შპს „ა-ის“ დავალიანების ოდენობა (ძირითადი თანხა, პროცენტი, საურავი) გამომდინარე 2007 წლის 29 ოქტომბრის #... გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, უზრუნველყოფილი 2011 წლის 25 ნოემბრის #...-ჟ იპოთეკის ხელშეკრულებითა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #..., ნოტარიუსი ი. შ-ე) და 2011 წლის 14 თებერვლის #...-პ იპოთეკის ხელშეკრულებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #..., ნოტარიუსი პ. შენგელაია), მაგრამ არა უმეტეს 14 427 000 აშშ დოლარისა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების: სს „თ-ს“, შპს „ა-ს“, შპს „პ-სა“ და შპს „ფ-სისათვის“ სს „ფ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 18 400 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება, ასევე, 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა (მოსარჩელის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩოვარზე შეწყდა წარმოება იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.10.2016წ. განჩინება), მოითოხვეს მათი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებები დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული შპს „ფ-ის“ დირექტორ პ. ს-ისა და ადვოკატ მ. ღ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სს „ფ-ის“ დირექტორ პ. ს-ისა და ადვოკატ მ. ღ-ის განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ სს „ფ-ის“ სარჩელზე სს „თ-ის“, შპს „ა-ის“, შპს „პ-ის“, შპს „ტ-ისა“ და შპს „ფ-ის“ მიმართ, ხელშეკრულებებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის, ქონების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოება უნდა შეწყდეს.

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ:

ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დავის განხილვის დასრულების შემდგომ განცხადებით მიმართა მოპასუხე შპს „ა-მა“ და განმარტა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაწერის პროცესში, ვინაიდან დარღვეული იყო მისი მომზადების ვადა, მოპასუხეებმა ფორმალურად წარადგინეს საკასაციო საჩივრები. განმცხადებელმა სასამართლოს აუწყა, რომ 2017 წლის 3 მაისს სს „ფ-ამ“ უარი განაცხადა სარჩელზე, რის გამოც საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. იმის გამო, რომ სააპელაციო სამართალწარმოება ფორმალურად დასრულებულია, ხოლო საქმე არ არის გადაგზავნილი საკასაციო სასამართლოში, ფერხდება პროცესი და ვერ ხორციელდება საქმის წარმოების შეწყვეტა. განმცხადებელმა ითხოვა უმოკლეს ვადაში დასაბუთებული განჩინების ჩაბარება, ხოლო საქმის მასალების საკასაციო სასამართლოში გადაგზავნა. განცხადებას ერთვის სანოტარო წესით დადასტურებული სს „ფ-ის“ დირექტორ პ. ს-ისა და ადვოკატ მ. ღ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ;

ბ) აღნიშნული განცხადების შესწავლით ირკვევა, რომ სს „ფ-ა“ (ს/კ #...) უარს ამბობს სარჩელზე (ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე), რომელიც აღძრულია 2014 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული სარჩელით (საქმის #..., სააპელაციო სასამართლოს საქმის #...) მოპასუხეების: სს „თ-ის“ (ს/კ #...), შპს „ა-ის“ (ს/კ #...), შპს „ფ-ის“ (ს/კ #...), შპს „ტ-ისა“ (ს/კ #...) და შპს „პ-ის“ (ს/კ #...) მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, განცხადებაში დადასტურებულია, რომ იგი არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის გამოხმობას და ადასტურებს სარჩელზე უარის თქმის შედეგების ცოდნას. სს „ფ-ამ“ უარი განაცხადა ნებისმიერ და ყველა მოთხოვნაზე, უფლებასა და პრეტენზიაზე, რაც უკავშირდება ქ.ფოთში, დ-ის ქ#...-ში მდებარე უძრავ ქონებას (შემდგომში _ „უძრავი ქონება“, ს/კ #... და #...) და ყოველგვარი გაუგებრობის გამორიცხვის მიზნით, ადასტურებს, რომ ხსენებული ქონება მოიცავს ყველა იმ უძრავ ქონებას (მიწა და შენობა-ნაგებობა), რომელიც წარმოიშვა დაყოფის, გამიჯვნის, გაერთიანების ან/და კონფიგურაციის ცვლილებების შედეგად და რომელსაც მინიჭებული აქვს/ჰქონდა უძრავი ქონების საკადასტრო კოდებისაგან განსხვავებული საკადასტრო კოდები, მათ შორის შემდეგი კოდებით რეგისტრირებულ ნივთებსაც: #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #...; #.... გარდა ზემოაღნიშნულისა, სს „ფ-ამ“ უარი განაცხადა ნებისმიერ მოთხოვნაზე, უფლებასა და პრეტენზიაზე, რაც უკავშირდება ან შეიძლება მომავალში დაუკავშირდეს: სს „თ-ის“, როგორც სპეციალისტის მიერ 2010 წლის 20 დეკემბერს „უძრავ ქონებასთან“ დაკავშირებით ჩატარებულ აუქციონსა და მის შედეგებს; შპს „ა-ის“, შპს „ფ-ის“, შპს „პ-ის“, შპს „ტ-ის“ მიერ „უძრავი ქონების“ შეძენას ან/და გასხვისებას. განცხადებით დადასტურებულია, რომ მასში აღნიშნული უფლება, ასევე, თითოეული და ყველა მოთხოვნა სრულად ეკუთვნის სს „ფ-ას“, არავისთვის არ არის გადაცემული ნებისმიერი სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით. უარი სარჩელზე საბოლოოა და და აღნიშნული მოთხოვნებით ხელმეორედ მიმართვა სასამართლოსათვის დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. პალატა ასევე მოიხმობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სააქციო საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლებამოსილება აქვთ დირექტორებს, ამავე ნორმის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო პალატამ გადაამოწმა სამეწარმეო რეესტრში დაცული ელექტრონული მონაცემები, რომლის თანახმადაც სს „ფ-ის“ (ს/კ #...) ერთპიროვნული დირექტორია პ. ს-ე (პ/#...), მისი უფლებამოსილების შეზღუდვა არ დასტურდება (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: ..., 13/07/2016 12:54:20, იხ. სამეწარმეო რეესტრის მონაცემები: https://...)

საკასაციო პალატამ, იმ საფუძვლით, რომ განცხადება უშუალოდ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი, გადაამოწმა უფლებამოსილი პირის _ დირექტორის ნება (იხ. სატელეფონი შეტყობინების აქტი), რომელმაც დაადასტურა, რომ მხარს უჭერს მას და სურს საქმის წარმების შეწყვეტა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება შედგენილია უფლებამოსილი პირის მიერ და ექვემდებარება განხილვას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სს „ფ-ის“ სარჩელზე სს „თ-ის“, შპს „ა-ის“, შპს „პ-ის“, შპს „ტ-ისა“ და შპს „ფ-ის“ მიმართ, ხელშეკრულებებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის, ქონების დაბრუნების, ასევე, ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოება უნდა შეწყდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

შპს „ა-ს (ს/კ #...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ფოთი, ქუჩა დ-ი #..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება _ არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი _ 2674,00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

შპს „ფ-ს“ (ს/კ #...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე _ ფოთი, ქუჩა დ-ი #..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება _ არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი _ 19883,00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #.... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

შპს „პ-ს“ (ს/კ #...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:

ა) მდებარე _ ფოთი, ქუჩა დ-ი #..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება _ არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი _ 12429,00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #...;

ბ) მდებარე _ ფოთი, ქუჩა დ-ი #..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება _ არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი _ 2046,00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #....

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივრების გამო გადახდილი ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 1991, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ფ-ის“ დირექტორ პ. ს-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე სს „ფ-ის“ სარჩელზე სს „თ-ის“, შპს „ა-ის“, შპს „პ-ის“, შპს „ტ-ისა“ და შპს „ფ-ის“ მიმართ, ხელშეკრულებებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის, ქონების დაბრუნების, ასევე, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

4.1. შპს „ა-ს (ს/კ #...) აეკრაძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ფოთი, ქუჩა დ-ი #..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება _ არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი _ 2674,00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

4.2. შპს „ფ-ს“ (ს/კ #...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე _ ფოთი, ქუჩა დ-ი #..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება _ არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი _ 19883,00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #.... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

4.3. შპს „პ-ს“ (ს/კ #...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:

ა) მდებარე _ ფოთი, ქუჩა დ-ი #..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება _ არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი _ 12429,00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #...;

ბ) მდებარე _ ფოთი, ქუჩა დ-ი #..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება _ არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი _ 2046,00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #....

5. კასატორ შპს „ფ-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 28 დეკემბრის #... საგადახდო დავალებით გადახდილი 8 000 ლარი.

6. კასატორ შპს „პ-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 21 დეკემბრის #... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

7. კასატორ შპს „ტ-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 21 დეკემბრის #... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

8. კასატორ შპს „ა-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 28 დეკემბრის #... საგადახდო დავალებით გადახდილი 8 000 ლარი.

9. კასატორ სს „თ-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 28 დეკემბრის #... საგადახდო დავალებით გადახდილი 8 000 ლარი.

10. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ.ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე