Facebook Twitter

საქმე №ა-1711-შ-41-2016 9 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობების ავტორები – ა. ო-ი, ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობების ავტორები მოითხოვენ – ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მ. შ-ის ძე გ-ას, დაბადებულს ... წლის ... თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ ა-აში, მცხოვრებს მისამართზე: აფხაზეთი, ოჩამჩირეს რაიონი, სოფელი ა-ა, ლ.ს ქუჩა, სახლი 46, უმუშევარს, ა. ა.ს ასულ ო-ის, მცხოვრების მისამართზე: მინსკის ოლქი, ვ. რაიონი, სოფელი ს., ც. ქუჩა, სახლი 25, სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების – ... წლის ... ნოემბერს დაბადებული ნ. გ-ას, ... წლის ... აგვისტოს დაბადებული დ. მ.ის ძე გ-ასა და ... წლის ... აპრილს დაბადებული გ. მ.ის ძე გ-ას რჩენისათვის, თვეში ხელფასის ან/და სხვა შემოსავლის 50 %–ს ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 100 პროცენტისა სამ და მეტ ბავშვზე, 2015 წლის 10 სექტემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით მ. შ-ის ძე გ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა – 1 984 800 (ერთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაოთხი ათას რვაასი) რუბლის ოდენობით.

ა. ო-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ხოლო ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მ. გ-ასათვის ბაჟის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობებზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინებით ა. ო-ისა და ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად; განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობებზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული შუამდგომლობები, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განჩინება და შუამდგომლობებზე დართული მასალების ასლები მ. გ-ას 2016 წლის 25 მაისს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 7 ოქტომბრის #01/270854 წერილის შესაბამისად, წარმოადგენს მისი რეგისტრაციის მისამართს (იხ.ს.ფ.16-17), ხოლო 2016 წლის 1 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ფაქტობრივ მისამართზე (იხ.ს.ფ.24-26) მაგრამ სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ სასამართლო შეტყობინებები მხარეს ვერ ჩაბარდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, მ. გ-ას ეცნობა ამავე პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინების თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით, რომელიც განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე.

მოწინააღმდეგე მხარე მ. გ-ას კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ა. ო-ის და ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მ. შ-ის ძე გ-ას, დაბადებულს ... წლის ... თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ ა-აში, მცხოვრებს მისამართზე: აფხაზეთი, ოჩამჩირეს რაიონი, სოფელი ა-ა, ლ.ს ქუჩა, სახლი 46, უმუშევარს, ა. ა.ს ასულ ო-ის, მცხოვრების მისამართზე: მინსკის ოლქი, ვ. რაიონი, სოფელი ს., ც. ქუჩა, სახლი 25, სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების – ... წლის ... ნოემბერს დაბადებული ნ. გ-ას, ... წლის ... აგვისტოს დაბადებული დ. მ.ის ძე გ-ასა და ... წლის ... აპრილს დაბადებული გ. მ.ის ძე გ-ას რჩენისათვის, თვეში ხელფასის ან/და სხვა შემოსავლის 50 %–ს ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 100 პროცენტისა სამ და მეტ ბავშვზე, 2015 წლის 10 სექტემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით მ. შ-ის ძე გ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა – 1 984 800 (ერთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაოთხი ათას რვაასი) რუბლის ოდენობით.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ო-ისა და ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვოლოჟინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც: მ. შ-ის ძე გ-ას, დაბადებულს ... წლის ... თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ ა-აში, მცხოვრებს მისამართზე: აფხაზეთი, ოჩამჩირეს რაიონი, სოფელი ა-ა, ლ.ს ქუჩა, სახლი 46, უმუშევარს, ა. ა.ს ასულ ო-ის, მცხოვრების მისამართზე: მინსკის ოლქი, ვ. რაიონი, სოფელი ს., ც. ქუჩა, სახლი 25, სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების – ... წლის ... ნოემბერს დაბადებული ნ. გ-ას, ... წლის ... აგვისტოს დაბადებული დ. მ.ის ძე გ-ასა და ... წლის ... აპრილს დაბადებული გ. მ.ის ძე გ-ას რჩენისათვის, თვეში ხელფასის ან/და სხვა შემოსავლის 50 %–ს ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 100 პროცენტისა სამ და მეტ ბავშვზე, 2015 წლის 10 სექტემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით მ. შ-ის ძე გ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა – 1 984 800 (ერთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაოთხი ათას რვაასი) რუბლის ოდენობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე