საქმე №ა-4069-შ-114-2016 27 იანვარი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობების ავტორი – ს. ო-ი, ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ს-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. გ.ს ძე ს-ს (დაბადებულს 1... წლის ... ივლისს, ქალაქ რუსთავის მკვიდრს, საქართველო) ს. ვ. ასულ ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის - ... წლის ... დეკემბერს დაბადებული ი. რ.ის ძე ს-ის რჩენისათვის ყველა სახის შემოსავლიდან 25% ოდენობით, მაგრამ არანაკლებ შრომისუნარიანი მშობლისაგან საცხოვრებელი მინიმუმის ბიუჯეტის 50 %-სა საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე, 2016 წლის 26 თებერვლიდან შვილის სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით რ. გ.ს ძე ს-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა – 112 რუბლისა და 22 კაპიკის ოდენობით.
ს. ო-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება. სახელმწიფო ბოუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით შუამდგომლობა, ასევე, წარმოადგინა ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლომ.
შუამდგომლობებზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე რ. ს-ი, მას ჩაბარდა საქმის მასალები რუსთავში, მ-ის ... გას. სახლი ..., ბინა ..., 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ს. ო-ის და ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს შუამდგომლობები წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობებისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე რ. ს-ს გაეგზავნა 2017 წლის 12 იანვარს და ჩაბარდა 2017 წლის 13 იანვარს რ. ს-ის დედას ე. ს-ს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ს. ო-ის და ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. გ.ს ძე ს-ს (დაბადებულს ... წლის ... ივლისს, ქალაქ რუსთავის მკვიდრს, საქართველო) ს. ვ. ასულ ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის - ... წლის .. დეკემბერს დაბადებული ი. რ.ის ძე ს-ის რჩენისათვის ყველა სახის შემოსავლიდან 25% ოდენობით, მაგრამ არანაკლებ შრომისუნარიანი მშობლისაგან საცხოვრებელი მინიმუმის ბიუჯეტის 50 %-სა საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე, 2016 წლის 26 თებერვლიდან შვილის სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით რ. გ.ს ძე ს-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა – 112 რუბლისა და 22 კაპიკის ოდენობით.
შუამდგომლობებზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე რ. ს-ი, მას ჩაბარდა საქმის მასალები რუსთავში, მ-ის ... გას. სახლი ..., ბინა ..., 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს. ო-ის და ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც: რ. გ.ს ძე ს-ს (დაბადებულს ... წლის ... ივლისს, ქალაქ რუსთავის მკვიდრს, საქართველო) ს. ვ. ასულ ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის - ... წლის ... დეკემბერს დაბადებული ი. რ.ის ძე ს-ის რჩენისათვის ყველა სახის შემოსავლიდან 25% ოდენობით, მაგრამ არანაკლებ შრომისუნარიანი მშობლისაგან საცხოვრებელი მინიმუმის ბიუჯეტის 50 %-სა საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე, 2016 წლის 26 თებერვლიდან შვილის სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით რ. გ.ს ძე ს-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა – 112 რუბლისა და 22 კაპიკის ოდენობით;3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე