Facebook Twitter

საქმე №ა-32-შ-1-2017 7 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რ.ი-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაფტალანის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაფტალანის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით რ.ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ ა. ა-ი, (აზერბაიჯანელი, დაბადებული ... წლის ... ივლისს საქართველოში, ლ. რაიონი, სოფელ გ-ი) წარმოადგენს ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული ს. ი-ას მამას; ახალ დაბადების მოწმობაში ბავშვის გვარად მიეთითა „ა-ა“, სახელი – „ს.“, მამის სახელი „ა.“, მამის გრაფაში „დაბადებული ... წლის ... ივლისს საქართველოს რესპუბლიკის ლ. რაიონის სოფელ გ-ი ა. ა-ი, ეროვნებით აზერბაიჯანელი“, დედის გრაფაში – „დაბადებული ... წლის ... იანვარს ქალაქ ნ. რ.ი-ა, ეროვნებით აზერბაიჯანელი“; ა. ა-ს რ.ი-ას სასარგებლოდ დაეკირა ალიმენტის გადახდა ს. ი-ას, დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, რჩენის მიზნით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) მანათის ოდენობით სრულწლოვანების მიღწევამდე; ალიმენტის დაკავება დაიწყო 2014 წლის 7 მარტიდან.

რ.ი-ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაფტალანის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაფტალანის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით რ.ი-ას შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ა. ა-ს გაეგზავნა 2017 წლის 12 იანვარს და ჩაბარდა 2017 წლის 14 იანვარს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ რ. ი-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაფტალანის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაფტალანის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით რ.ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ ა. ა-ი, (აზერბაიჯანელი, დაბადებული ... წლის ... ივლისს საქართველოში, ლ. რაიონი, სოფელ გ-ი) წარმოადგენს ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული ს. ი-ას მამას; ახალ დაბადების მოწმობაში ბავშვის გვარად მიეთითა „ა-ა“, სახელი – „ს.“, მამის სახელი „ა.“, მამის გრაფაში „დაბადებული ... წლის ... ივლისს საქართველოს რესპუბლიკის ლ. რაიონის სოფელ გ-ი ა. ა-ი, ეროვნებით აზერბაიჯანელი“, დედის გრაფაში – „დაბადებული ... წლის ... იანვარს ქალაქ ნ. რ.ი-ა, ეროვნებით აზერბაიჯანელი“; ა. ა-ს რ.ი-ას სასარგებლოდ დაეკირა ალიმენტის გადახდა ს. ი-ას, დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, რჩენის მიზნით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) მანათის ოდენობით სრულწლოვანების მიღწევამდე; ალიმენტის დაკავება დაიწყო 2014 წლის 7 მარტიდან.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაფტალანის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაფტალანის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ. ი-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაფტალანის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც: რ.ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ ა. ა-ი, (აზერბაიჯანელი, დაბადებული ... წლის ... ივლისს საქართველოში, ლ. რაიონი, სოფელ გ-ი) წარმოადგენს ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული ს. ი-ას მამას; ახალ დაბადების მოწმობაში ბავშვის გვარად მიეთითა „ა-ა“, სახელი – „ს.“, მამის სახელი „ა.“, მამის გრაფაში „დაბადებული ... წლის ... ივლისს საქართველოს რესპუბლიკის ლ. რაიონის სოფელ გ-ი ა. ა-ი, ეროვნებით აზერბაიჯანელი“, დედის გრაფაში – „დაბადებული ... წლის ... იანვარს ქალაქ ნ. რ.ი-ა, ეროვნებით აზერბაიჯანელი“; ა. ა-ს რ.ი-ას სასარგებლოდ დაეკირა ალიმენტის გადახდა ს. ი-ას, დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, რჩენის მიზნით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) მანათის ოდენობით სრულწლოვანების მიღწევამდე; ალიმენტის დაკავება დაიწყო 2014 წლის 7 მარტიდან.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე