Facebook Twitter

საქმე№ა-907-შ-25-2017 7 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. წ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ბაუთცენის სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გერმანიის ბაუთცენის სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ე. მ-სა და გ. წ-ს შორის 2013 წლის 17 ოქტომბერს თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომერი 01133007063.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ბ-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ბაუთცენის სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინებით ე. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბაუთცენის სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად; განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის განჩინება და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები გ. წ-ს 2017 წლის 6 აპრილს და ამავე წლის 18 აპრილს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, (იხ.ს.ფ.20-23) მაგრამ სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ სასამართლო შეტყობინებები მხარეს ვერ ჩაბარდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, გ. წ-ს ეცნობა ამავე პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინების თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით, რომელიც განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე.

მოწინააღმდეგე მხარე გ. წ-ს კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ე. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გერმანიის ბაუთცენის სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ბაუთცენის სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ე. მ-სა და გ. წ-ს შორის 2013 წლის 17 ოქტომბერს თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომერი 01133007063.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ბაუთცენის სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის ბაუთცენის სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ე. მ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ბაუთცენის სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ბაუთცენის სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ე. მ-სა და გ. წ-ს შორის 2013 წლის 17 ოქტომბერს თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომერი 01133007063; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე