Facebook Twitter

საქმე№ა-236-შ-6-2017 23 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. გ-მ-უ

მოწინააღმდეგე მხარე – ს. დ. ძე მ-ო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის ქ. პატრას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საბერძნეთის ქ. პატრას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ე. გ-მ-უსა და ს. დ. ძე მ-ოს შორის 2010 წლის 5 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. გ-მ-უმ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბერძნეთის ქ. პატრას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით ე. გ-მ-უს შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ს. დ. ძე მ-ოს გაეგზავნა 2017 წლის 7 თებერვალს და ჩაბარდა 2017 წლის 14 თებერვალს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ე. გ-მ-უს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საბერძნეთის ქ. პატრას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საბერძნეთის ქ. პატრას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ე. გ-მ-უსა და ს. დ. ძე მ-ოს შორის 2010 წლის 5 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბერძნეთის ქ. პატრას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, საბერძნეთის ქ. პატრას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ე. გ-მ-უს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ. პატრას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ. პატრას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ე. გ-მ-უსა და ს. დ. ძე მ-ოს შორის 2010 წლის 5 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე