Facebook Twitter

საქმე№ა-609-შ-17-2017 27 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ ც-დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჯ. დ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ლიპპშტადტის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გერმანიის ლიპპშტადტის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მ ც-დ-სა და ე. ჯ. დ-ს შორის 1997 წლის 10 ოქტომბერს ლიპპშტადტის მმაჩის ბიუროში მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომერი 313/1997.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ ც-დ-ის წარმომადგენლმა მ. ა-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ლიპპშტადტის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით მ ც-დ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ე. ჯ. დ-ს გაეგზავნა 2017 წლის 13 მარტს და ჩაბარდა 2017 წლის 16 მარტს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მ ც-დ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გერმანიის ლიპპშტადტის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ლიპპშტადტის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მ ც-დ-სა და ე. ჯ. დ-ს შორის 1997 წლის 10 ოქტომბერს ლიპპშტადტის მმაჩის ბიუროში მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომერი 313/1997.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ლიპპშტადტის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის ლიპპშტადტის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

მ ც-დ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ლიპპშტადტის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ლიპპშტადტის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მ ც-დ-სა და ე. ჯ. დ-ს შორის 1997 წლის 10 ოქტომბერს ლიპპშტადტის მმაჩის ბიუროში მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომერი 313/1997; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე