საქმე-ა-3082-შ-78-2016 24 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გომელის საბაჟო
მოწინააღმდეგე მხარე – „G-D“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – საბაჟო გადასახდელების გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით „G-D“-ს (საქართველო, თბილისი, 0154, წ-ოს ქუჩა ...) დაეკისრა გომელის საბაჟოს (ქალაქი გომელი, ი-ის ქუჩა ...) სასარგებლოდ საბაჟო გადასახდელების გადახდა - 498 042 472 ბელორუსული რუბლის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 17 941 274 რუბლის ოდენობით.
გომელის საბაჟომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე „G-D“. 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გომელის საბაჟოს შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად; განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები „G-D“-ს 2016 წლის 3 ოქტომბერს და ამავე წლის 28 ოქტომბერს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, (იხ.ს.ფ.16-23) მაგრამ სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ სასამართლო შეტყობინებები მხარეს ვერ ჩაბარდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, „G-D“-ს ეცნობა ამავე პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინების თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით, რომელიც განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე.
მოწინააღმდეგე მხარე „G-D“-ს კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.
იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.
კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გომელის საბაჟოს შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გომელის საბაჟოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც: G-D“-ს (საქართველო, თბილისი, 0154, წყ-ოს ქუჩა ...) დაეკისრა გომელის საბაჟოს (ქალაქი გომელი, ი-ის ქუჩა ...) სასარგებლოდ საბაჟო გადასახდელების გადახდა - 498 042 472 ბელორუსული რუბლის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 17 941 274 რუბლის ოდენობით;3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე