საქმე№ას-275-262-ა-2017 6 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი –მ. ქ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ე-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 22 თებერვალს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა მ. ქ-ამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მ. ქ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის განჩინებით მ. ქ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ქ-ამ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ქ-ას საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მ. ქ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის განჩინებით მ. ქ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინება.
ზემოაღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-ამ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კერძო საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და მის გასაჩივრებას საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი მოითხოვს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც მ. ქ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო აღნიშნული განჩინების გასაჩივრებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამასთან უნდა აღნიშნოს, რომ გასაჩივრებული განჩინების დადგენილებითი ნაწილით მხარეებს განემარტათ, რომ მოცემული განჩინება არ საჩივრდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ქ-ას საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ქ-ას საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური