საქმე№ა-1706-შ-42-2017 30 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ხ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – კ. მ. ლ-ჩ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აშშ ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
აშშ ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქორწინება კ. მ. ლ-სა და ხ. კ-ეს შორის გაუქმდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხ. კ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აშშ ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განჩინებით ხ. კ-ის შუამდგომლობა აშშ ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
2017 წლის 29 მაისს ხ. კ-ემ წარმოადგინა კ. მ. ლ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა იმის თაობაზე, რომ აშშ ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ხ. კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, აშშ ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აშშ ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქორწინება კ. მ. ლ-სა და ხ. კ-ეს შორის გაუქმდა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აშშ ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, აშშ ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ხ. კ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე აშშ ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე აშშ ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქორწინება კ. მ. ლ-სა და ხ. კ-ეს შორის გაუქმდა; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე