Facebook Twitter

საქმე№ა1300-შ-33-2017 8 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჰ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ჰანოვერის უბნის სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გერმანიის ჰანოვერის უბნის სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ს. ჰ-ისა და თ. ყ-ს შორის 2009 წლის 10 დეკემბერს მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე ტონდერის კომუნაში (დანია) რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომერი 6818/2009.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. ყ-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ჰანოვერის უბნის სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით თ. ყ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ს. ჰ-ს გაეგზავნა 2017 წლის 20 აპრილს და ჩაბარდა ამავე წლის 26 აპრილს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ თ. ყ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გერმანიის ჰანოვერის უბნის სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ჰანოვერის უბნის სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ს. ჰ-ისა და თ. ყ-ს შორის 2009 წლის 10 დეკემბერს მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე ტონდერის კომუნაში (დანია) რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომერი 6818/2009.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ჰანოვერის უბნის სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის ჰანოვერის უბნის სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

თ. ყ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ჰანოვერის უბნის სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ჰანოვერის უბნის სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ს. ჰ-ისა და თ. ყ-ს შორის 2009 წლის 10 დეკემბერს მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე ტონდერის კომუნაში (დანია) რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომერი 6818/2009; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე