Facebook Twitter

საქმე№ა-425-შ-11-2017 23 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. შ-ც

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ც

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ავსტრიის ზალცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ავსტრიის ზალცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ი. შ-სა და მ. შ-ს შორის 2005 წლის 24 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. შ-ის წარმომადგენელმა გ. გ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ავსტრიის ზალცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით ი. შ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული. ზემოაღნიშნული განჩინება საქმის მასალებთან ერთად რამდენჯერმე გაეგზავნა მ. შ-ს. 2017 წლის 26 აპრილის საფოსტო შეტყობინების თანახმად, მოპასუხემ უარი განაცხადა კორესპოდენციის ჩაბარებაზე (იხ.ს.ფ.26). აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა კანონის ძალით და სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს საქმე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ის. შ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ავსტრიის ზალცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ავსტრიის ზალცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ი. შ-სა და მ. შ-ს შორის 2005 წლის 24 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ავსტრიის ზალცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, ავსტრიის ზალცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ი. შ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე ავსტრიის ზალცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ავსტრიის ზალცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ი. შ-სა და მ. შ-ს შორის 2005 წლის 24 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე