Facebook Twitter

საქმე №ა-329-შ-9-2017 11 მაისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ. ბ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ.-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის დადგენილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენით მ. ჯ.-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 71-ე მუხლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვით ქონების კონფისკაციით. ამავე განაჩენით მ. ჯ.-ას ლ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის – 31 934 508 რუბლის გადახდა. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 18 ივნისს. ამავე სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის დადგენილებით ლ. ბ.-ის განცხადების საფუძველზე, მოხდა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენით მ. ჯ.-ასათვის დაკისრებული თანხის ინდექსირება და საბოლოოდ, მ. ჯ.-ას ლ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 358 731 368 ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის რუბლის გადახდა. აღნიშნული დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 16 თებერვალს.

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენი ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ 2016 წლის 1 ივნისამდე. დარჩენილი დავალიანების თანხა შეადგენს 358 731 368 ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის რუბლს დენომინაციამდე ან ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის 35 873 რუბლსა და 14 კაპიკს დენომინაციის შემდეგ.

ლ. ბ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ზიანის – 358 731 368 ბელარუსის რუბლის ანაზღაურების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით ლ. ბ.-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ. ბ.-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენით მ. ჯ.-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 71-ე მუხლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვით ქონების კონფისკაციით. ამავე განაჩენით მ. ჯ.-ას ლ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის – 31 934 508 რუბლის გადახდა. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 18 ივნისს. ამავე სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის დადგენილებით ლ. ბ.-ის განცხადების საფუძველზე, მოხდა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენით მ. ჯ.-ასათვის დაკისრებული თანხის ინდექსირება და საბოლოოდ, მ. ჯ.-ას ლ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 358 731 368 ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის რუბლის გადახდა. აღნიშნული დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 16 თებერვალს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენი ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ 2016 წლის 1 ივნისამდე. დარჩენილი დავალიანების თანხა შეადგენს 358 731 368 ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის რუბლს დენომინაციამდე ან ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის 35 873 რუბლსა და 14 კაპიკს დენომინაციის შემდეგ.

ლ. ბ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ზიანის – 358 731 368 ბელარუსის რუბლის ანაზღაურების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით ლ. ბ.-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, ლ. ბ.-ის შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე მ. ჯ.-ას, თუმცა მას არ წარმოუდგენია არც მოსაზრება და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის დადგენილება ზიანის ანაზღაურების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ.-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად:

ა) ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენი, რომლითაც მ. ჯ.-ას ლ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის – 31 934 508 რუბლის გადახდა.

ბ) ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის დადგენილება, რომლითაც ლ. ბ.-ის განცხადების საფუძველზე, მოხდა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენით მ. ჯ.-ასათვის დაკისრებული თანხის ინდექსირება და საბოლოოდ, მ. ჯ.-ას ლ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 358 731 368 ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის რუბლის გადახდა ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის რუბლს დენომინაციამდე ან ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის 35 873 რუბლსა და 14 კაპიკს დენომინაციის შემდეგ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე