Facebook Twitter

საქმე №ა-1513-შ-40-2017 7 ივლისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე –ე. მ.კ. დ.-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნენსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნენსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით 1986 წლის 25 იანვარს საქართველოში დაბადებულ ე. მ.კ. დ.-ას არასრულწლოვანი შვილის – 2003 წლის 17 ივლისს დაბადებული ე. ე.ო. პ.-ის მიმართ ჩამოერთვა მშობლის უფლება და არასრულწლოვანი ე. ე.ო. პ.-ი აღსაზრდელად გადაეცა მამას – ე. ხ.ო. პ.-ს. ამავე გადაწყვეტილებით ე. მ.კ. დ.-ას სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 63 რუბლის ოდენობით.

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნენსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 6 დეკემბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნენსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნენსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1986 წლის 25 იანვარს საქართველოში დაბადებულ ე. მ.კ. დ.-ას არასრულწლოვანი შვილის – 2003 წლის 17 ივლის დაბადებული ე. ე.ო. პ.-ის მიმართ ჩამოეთვა მშობლის უფლება და არასრულწლოვანი ე. ე.ო. პ.-ი აღსაზრდელად გადაეცა მამას – ე. ხ.ო. პ.-ს. ამავე გადაწყვეტილებით ე. მ.კ. დ.-ას სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 63 რუბლის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 6 დეკემბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნენსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნენსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე ე. მ.კ. დ.-ას, თუმცა მას არ წარმოუდგენია არც მოსაზრება და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნენსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნენსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნენსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. მ.კ. დ.-ას სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 63 რუბლის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური