საქმე №ა-1759-შ-44-2017 9 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შ. ფ.ი
წარმომადგენელი – გ. ა.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ი.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ავსტრიის რესპუბლიკის ურფარის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვების მეურვედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ავსტრიის რესპუბლიკის ურფარის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 2009 წლის 4 ნოემბერს არასრულწლოვანი პირების – 2009 წლის 4 ნოემბერს დაბადებული ა. ფ.ისა და 2010 წლის 19 სექტემბერს დაბადებული ი. ფ.ის ერთპიროვნულ მეურვედ დაინიშნა მათი დედა – შ. ფ.ი.
შ. ფ.ის წარმომადგენელმა გ. ა.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ავსტრიის რესპუბლიკის ურფარის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 9 დეკემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ავსტრიის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ შ. ფ.ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით შ. ფ.ის წარმომადგენელ გ. ა.-ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ურფარის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შ. ფ.ის წარმომადგენელ გ. ა.-ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ურფარის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ავსტრიის რესპუბლიკის ურფარის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 2009 წლის 4 ნოემბერს არასრულწლოვანი პირების – 2009 წლის 4 ნოემბერს დაბადებული ა. ფ.ისა და 2010 წლის 19 სექტემბერს დაბადებული ი. ფ.ის ერთპიროვნულ მეურვედ დაინიშნა მათი დედა – შ. ფ.ი. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 9 დეკემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ავსტრიის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ შ. ფ.ი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ავსტრიის რესპუბლიკის ურფარის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ფ.ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ურფარის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ავსტრიის რესპუბლიკის ურფარის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 2009 წლის 4 ნოემბერს არასრულწლოვანი პირების – 2009 წლის 4 ნოემბერს დაბადებული ა. ფ.ისა და 2010 წლის 19 სექტემბერს დაბადებული ი. ფ.ის ერთპიროვნულ მეურვედ დაინიშნა მათი დედა – შ. ფ.ი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური