საქმე №ა-2003-შ-52-2017 1 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. ფ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ბ.-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ფ.-სა და რ. ბ.-ეს შორის 1986 წლის 27 აპრილს თიანეთში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
თ. ფ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 9 თებერვალს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია კანადის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ თ. ფ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
თ. ფ.-მა ასევე წარმოადგინა რ. ბ.-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ იგი თანახმაა, რომ კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით თ. ფ.-ის შუამდგომლობა კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ. ფ.-ის შუამდგომლობა კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ფ.-სა და რ. ბ.-ეს შორის 1986 წლის 27 აპრილს თიანეთში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 9 თებერვალს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია კანადის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ თ. ფ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
თ. ფ.-მა წარმოადგინა რ. ბ.-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ იგი თანახმაა, რომ კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ფ.-ის შუამდგომლობა კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ფ.-სა და რ. ბ.-ეს შორის 1986 წლის 27 აპრილს თიანეთში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე