Facebook Twitter

საქმე №ას-894-834-2017 14 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „თ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ს.-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მხარეთა შორის 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული №... საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს ”ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: კრედიტის სახით მიღებული თანხა –2504203 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 243696 ლარი; პირგასამტეხლო – 129977,6 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელე სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან – 1299776 ლარიდან 1169798,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. სს „თ.-ს” უარი ეთქვა 2012 წლის 7 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი თანხების ანაზღაურებაზე. 2012 წლის 6 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 68 153 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 6 740,66 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 20222 ლარიდან 13 481,34 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 2 228,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 22284 ლარიდან 20055,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 355 599 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 20277,34 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 61132 ლარიდან 40754,66 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 10 223 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 102 239 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 14 სექტემბრის №...საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 1 707 790 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 118 188 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 354 564 ლარიდან 236 376 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 68 352,1 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 683521 ლარიდან 615 168,9 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 სექტემბრის №...საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 550000 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 38289 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 114867 ლარიდან 76578 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 22041,1 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 220411 ლარიდან 198369,9 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 24 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 159000 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 11151,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 33455 ლარიდან 22303,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 6477 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 64770 ლარიდან 58293 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 20 აპრილის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 108389 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 7602 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 22806 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 4415,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 44154 ლარიდან 39738,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 ივლისის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 778 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 29,5 ლარი, შესაბამისად, სს ”თ.-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 295 ლარიდან 265,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 ივლისის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 230 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 8,7 (რვა მთელი შვიდი მეათედი) ლარი. შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 87 ლარიდან 78,3 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 ივლისის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 2840 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 107,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1075 ლარიდან 967,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 ივლისის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 1018 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 38,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 386 ლარიდან 347,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №...საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 844 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 13,2 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 132 ლარიდან 118,8 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 28987 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 666,7 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 6667 ლარიდან 6000,3 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №...საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 44986 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 1034,7 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 10347 ლარიდან 9312,3 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 63457 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 1240,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 12404 ლარიდან 11163,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 21 დეკემბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 34427 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 819,3 ლარი, შესაბამისად, სს ”თ.-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 8193 ლარიდან 7373,7 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 21 დეკემბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 53427 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 1271,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 12715 ლარიდან 11443,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 2 სექტემბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 740 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 12,4 ლარი,შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 124 ლარიდან 111,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 2 სექტემბრის №...საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 543 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 12,8 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 128 ლარიდან 115,2 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 2 სექტემბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 2933 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 9 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 90 ლარიდან 81 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 14 სექტემბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 8457 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 336,1 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 3361 ლარიდან 3024,9 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 18 სექტემბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 1263 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 15,2 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 152 ლარიდან 136,8 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 3370 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 119,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1196 ლარიდან 1076,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 6 სექტემბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 5293 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 212,5 ლარი, შესაბამისად, სს ”თ.-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 2125 ლარიდან 1912,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 12 სექტემბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 3016 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 120,6 (ასოცი მთელი ექვსი მეათედი) ლარი, შესაბამისად, სს ”თ.-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1206 ლარიდან 1085,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 21 დეკემბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 892972 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 55632 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 1055,3 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 10553 ლარიდან 9497,7 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 584905,35 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 12284 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 123,8 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1238 ლარიდან 1114,2 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 1128681,38 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 10249 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 104,8 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1048 ლარიდან 943,2 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №...საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 710789 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 44359 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 863,3 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 8633 ლარიდან 7769,7 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 579741 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 5083 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 47,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 474 ლარიდან 426,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 899703 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 7888 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 73,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 735 ლარიდან 661,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 31 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 1419 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 289,1 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 2891 ლარიდან 2601,9 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 15 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 1229707 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 11997 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 301,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 3016 ლარიდან 2714,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 15 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 478570 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 3273 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 47,8 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 478 ლარიდან 430,2 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 15 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 8561 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 58 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 3,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 36 ლარიდან 32,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 27 სექტემბრის №...საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 17123 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 160 ლარი;პირგასამტეხლო თანხით 1,7 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 17 ლარიდან 15,3 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. სს „თ.-ის” დაკმაყოფილებული მოთხოვნა თანხით 13 091 537,13 ლარი, მოვალე შპს „ს.-ის” მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში, როგორც უზრუნველყოფილი მოთხოვნა, გათვალისწინებული იქნა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მე-4 რიგის მოთხოვნად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს.-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სს ,,თ.-ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების პირველი (1.2, 1.3, 1.5, 1.6, 1.7, 1.8. ქვეპუნქტები გასაჩივრებულ ნაწილში) და მეორე პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს ,,თ.-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2012 წლის 7 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 740 000 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 108 719 ლარი; პირგასამტეხლო - 21 137 ლარი, შესაბამისად, სს „თ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 211370 ლარიდან 190 233 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 6 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 68 153 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 20 222 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 2 228,4 ლარი. 2012 წლის 14 სექტემბრის №...საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 1707790 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 354 564 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 68 352,1 ლარი. 2012 წლის 11 სექტემბრის №...საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 550 000 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 114 867 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 22 041,1 ლარი. 2012 წლის 24 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 159 000 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 33 455 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 6 477 ლარი. 2012 წლის 20 აპრილის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შპს „ს.-ის” კრედიტორ სს „თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 108 389 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 22 806 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 4 415,4 ლარი. სს „თ.-ის” დაკმაყოფილებული მოთხოვნა თანხით 9 954 341 ლარი, მოვალე შპს „ს.-ის” მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში, როგორც უზრუნველყოფილი მოთხოვნა, გათვალისწინებული იქნას კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მე-4 რიგის მოთხოვნად. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება 6812787,1 ლარის დაკისრების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ კასატორის წარმომადგენლები გ. ფ.-ა და ი. გ.-ა (იხ. ტ.4, ს.ფ.172). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენლები ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2017 წლის 16 ივნისისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელმა გ. ფ.-ამ 2017 წლის 16 ივნისს, მართალია, მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, მაგრამ არ ჩაიბარა იგი. სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 16 ივნისს ზემომოითითებული გადაწყვეტილება მზად იყო, რის შესახებაც კასატორის წარმომადგენმელ გ. ფ.-ას ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით ამავე დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამდენად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 5-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2017 წლის 17 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 21 ივნისს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2017 წლის 21 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი კასატორის წარმომადგენელმა გ. ფ.-ამ შეიტანა 2017 წლის 27 ივნისს (იხ. ტ.4, ს.ფ.279-302) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

2017 წლის 14 ივლისს კასატორის წარმომადგენელმა გ. ფ.-ამ განცხდებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ ობიექტურად არ შეეძლო სასამართლოში გამოცხადება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად იმ მიზეზით, რომ მას გარდაცვლილი ჰყავდა დედა და 2017 წლის 16 ივნისს გაემგზავრა დასავლეთ საქართველოში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი