Facebook Twitter

საქმე №ას-926-866-2017 14 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ნ., ლ., ე., ნ. ნ.-ეები

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ღ.-ე, ნ. დ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. ღ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ნ., ლ., ე., ნ. ნ.-ეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

ნ. ნ.-ემ შეგებებული სარჩელით მიმართ სასამართლოს მოპასუხეების – ლ. ღ.-ისა და ნ. დ.-ის მიმართ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე.

ხ.-ის რ.-ული სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ღ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების – ნ. ნ.-ის, ნ. ნ.-ის, ლ. ნ.-ის, ე. ნ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი, (მისამართი: ხ.-ის რ.-ი, სოფელი გ.-ი, .. ქუჩა .., ჩიხი N.., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N..; დაზუსტებული ფართობი: 1535.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 292.40 კვ.მ) და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე ლ. ღ.-ეს. ნ. ნ.-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხეების – ლ. ღ.-ისა და ნ. დ.-ისაგან ხ.-ის რ.-ის, ს. გ.-ში, .. ქ. .., ჩიხი N..-ში მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N..; დაზუსტებული ფართობი: ... კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: ... კვ.მ, ყოველგვარი პირობის გარეშე ნ. ნ.-ისავის გადაფორმებების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ლ., ე., ნ. ნ.-ეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით ნ., ლ., ე., ნ. ნ.-ეების შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ., ლ., ე., ნ. ნ.-ეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ., ლ., ე., ნ. ნ.-ეების კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილ. თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილ. თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელ.. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელ. და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულ. უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულ. უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს მათ მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და კერძო საჩივრის ავტორების ოჯახის წევრს (ძმა) – ე. ნ.-ეს ჩაბარდა 2017 წლის 21 ივნისს (იხ. ს.ფ.320) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 22 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 3 ივლისს, ხოლო კერძო საჩივარი ნ., ლ., ე., ნ. ნ.-ეებმა ფოსტას ჩააბარეს 2017 წლის 4 ივლისს (იხ. ს.ფ.321-323), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ., ლ., ე., ნ. ნ.-ეების კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ., ლ., ე., ნ. ნ.-ეების კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი