Facebook Twitter

საქმე №ა-2328-შ-62-2017 7 ივლისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ვ.-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.-ა“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – უკრაინის ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ვ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა საქმის წარმოება ძირითადი ვალის – 2547 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში. შპს „ი.-ას“ (საქართველოს რესპუბლიკა, ქ.-ი, ნ.-ს ქ. №.., ს/კ №...) შპს „ვ.-ის“ (04074, ქ.კ.-ი, ლ.-ას ქ. №.., ოფისი .., ს/კ №...) სასარგებლოდ დაეკისრა კონტრაქტის მიხედვით დავალიანების – 21368 აშშ დოლარის, წლიური 3% – 287,39 აშშ დოლარის, ჯარიმის – 3506,14 აშშ დოლარის და სასამართლო ხარჯების – 11158,78 გრივნის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შპს „ვ.-მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 17 თებერვალს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს „ვ.-ის“ შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „ვ.-ის“ შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ უკრაინის ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ვ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა საქმის წარმოება ძირითადი ვალის – 2547 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში. შპს „ი.-ას“ (საქართველოს რესპუბლიკა, ქ.-ი, ნ.-ს ქ. №12, ს/კ №...) შპს „ვ.-ის“ (04074, ქ.კ.-ი, ლ.-ას ქ. №.., ოფისი .., ს/კ №...) სასარგებლოდ დაეკისრა კონტრაქტის მიხედვით დავალიანების – 21368 აშშ დოლარის, წლიური 3% – 287,39 აშშ დოლარის, ჯარიმის – 3506,14 აშშ დოლარის და სასამართლო ხარჯების – 11158,78 გრივნის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 17 თებერვალს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

შპს „ვ.-მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს „ვ.-ის“ შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, შპს „ვ.-ის“ შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე შპს „ი.-ას“ თუმცა მას არ წარმოუდგენია არც მოსაზრება და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად,უკრაინის ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ვ.-ის“ შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ვ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა საქმის წარმოება ძირითადი ვალის – 2547 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში. შპს „ი.-ას“ (საქართველოს რესპუბლიკა, ქ.-ი, ნ.-ს ქ. №12, ს/კ №...) შპს „ვ.-ის“ ( 04074, ქ.კ.-ის, ლ.-ას ქ. №15, ოფისი 3, ს/კ №...) სასარგებლოდ დაეკისრა კონტრაქტის მიხედვით დავალიანების – 21368 აშშ დოლარის, წლიური 3% – 287,39 აშშ დოლარის, ჯარიმის – 3506,14 აშშ დოლარის და სასამართლო ხარჯების – 11158,78 გრივნის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური