Facebook Twitter

საქმე №ა-1336-შ-35-2017 11 ივლისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – მ.ტ.; ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე – ს.კ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის ბრესტსკის ოლქის ლუნინეცკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის ბრესტსკის ოლქის ლუნინეცკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე # 2-608) საქართველოს მოქალაქე ს. კ–ს, დაბადებულს 1964 წლის 31 იანვარს, მცხოვრებს ქ. თბილისში, ..... №31/33-ში მდებარე ბინა 32-ში, მ.ტ–ს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2010 წლის 16 იანვარს დაბადებული ნ. კ–ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 25%-ის, მაგრამ არა უმეტეს 50%-ისა, საშუალოდ, ბელარუსის რესპუბლიკაში ერთ სულ მოსახლეზე დადგენილი საარსებო მინიმუმის გადახდა, 2016 წლის 8 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ასევე, ს.კ–ს ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 109 რუბლისა და 93 კაპიკის ოდენობით. მ.ტ–მ და ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლომ იშუამდგომლეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე ბელარუსის ბრესტსკის ოლქის ლუნინეცკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. შუამდგომლობების ავტორების მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 2 დეკემბერს, ხოლო მისი აღსრულება ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა. 2017 წლის 3 აპრილს დასახელებული შუამდგომლობები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით წარმოდგენილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით, შუამდგომლობები მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთმითითებული შუამდგომლობებისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, ს.კ–ს ორჯერ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ. თბილისი, ......31/33, ბ. 32, ფოსტის კურიერის განმარტებით, სახლში არავინ იყო, კურიერი, ორივე გზავნილის შემთხვევაში, ხელმეორედ მივიდა დასახელებულ მისამართზე, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ს.კ–ს ეცნობა ამავე პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინების თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით, რომელიც განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე.

მოწინააღმდეგე მხარე ს.კ–ს კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ.ტ–სა და ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლოს შუამდგომლობები ნ. კ–ის ალიმენტის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ბელარუსის ბრესტსკის ოლქის ლუნინეცკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ბელარუსის ბრესტსკის ოლქის ლუნინეცკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე # 2-608) საქართველოს მოქალაქე ს. კ–ს, დაბადებულს 1964 წლის 31 იანვარს, მცხოვრებს ქ. თბილისში, ..... №31/33-ში მდებარე ბინა 32-ში, მ.ტ–ს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2010 წლის 16 იანვარს დაბადებული ნ.კ–ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 25%-ის, მაგრამ არა უმეტეს 50%-ისა, საშუალოდ, ბელარუსის რესპუბლიკაში ერთ სულ მოსახლეზე დადგენილი საარსებო მინიმუმის გადახდა, 2016 წლის 8 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 109 რუბლისა და 93 კაპიკის გადახდა. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შინაშე იშუამდგომლეს მ.ტ–მ და ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლომ და მოითხოვეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, კერძოდ, მ.ტ–მ მოითხოვა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ხოლო სასამართლომ - სახელმწიფო ბაჟის ნაწილში. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარეები მოითხოვენ შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 2 დეკემბრიდან და ექვემდებარება აღსრულებას, იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე დგინდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე ბელარუსის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და მას ჩაბარდა სასარჩელო განცხადების ასლი, ასევე, წარმოდგენილია მოპასუხისათვის კორესპოდენციის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის ბრესტსკის ოლქის ლუნინეცკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება ალიმენტის, ასევე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ.ტ–სა და ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლოს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის ბრესტსკის ოლქის ლუნინეცკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც (საქმე # 2-608) საქართველოს მოქალაქე ს.კ–ს, დაბადებულს 1964 წლის 31 იანვარს, მცხოვრებს ქ. თბილისში, ..... №31/33-ში მდებარე ბინა 32-ში, მ.ტ–ს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2010 წლის 16 იანვარს დაბადებული ნ. კ–ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 25%-ის, მაგრამ არა უმეტეს 50%-ისა, საშუალოდ, ბელარუსის რესპუბლიკაში ერთ სულ მოსახლეზე დადგენილი საარსებო მინიმუმის გადახდა, 2016 წლის 8 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ასევე, ს.კ–ს ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 109 რუბლისა და 93 კაპიკის ოდენობით. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მზია თოდუა

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი