Facebook Twitter

2 მაისი, 2017 წელი,

საქმე №ა-473-შ-13-2017 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ. დ-დ (გ. ს-ა)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თელ-ავივის ოლქის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2002 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (# თმშ 01/021861)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელ-ავივის ოლქის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2002 წლის 5 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (# თმშ 01/021861) მეუღლეთა - ი. კ-სა და გ. ს-ას შორის 1999 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ქორწინება შეწყდა.

2. ი. კ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თელ-ავივის ოლქის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2002 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების (# თმშ 01/021861) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სარეგისტრაციო ამონაწერიდან ირკვევა, რომ გ. ს-ამ 2007 წელს შეიცვალა სახელი და დაირქვა - თ-ი, ხოლო 2011 წლის 14 აგვისტოს ქორწინების გამო შეიცვალა გვარიც და გახდა - ბ. დ-დ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით, ი. კ-ის შუამდგომლობა თელ-ავივის ოლქის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2002 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების (# თმშ 01/021861) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

5. საქმეში წარმოდგენილი მოწინააღმდეგე მხარის - თ. ბ. დ-ის განცხადებით დასტურდება, რომ ეს უკანასკნელი ინფორმირებულია ი. კ-ის შუამდგომლობის საქართველოს უზენაეს სასამაართლოში საქმისწარმოების შესახებ და მას აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. დადგენილია, რომ თელ-ავივის ოლქის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2002 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით (# თმშ 01/021861) შეწყვეტილ იქნა ქორწინება ი. კ-სა და გ. ს-ას (თ. ბ. დ-დ) შორის.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

9. ამდენად, თელ-ავივის ოლქის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2002 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (# თმშ 01/021861), რომლითაც ქორწინება შეწყდა და საქორწინო კავშირი გაუქმდა, მხარეებს – ი. კ-სა და გ. ს-ას (თ. ბ. დ-დ) შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თელ-ავივის ოლქის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2002 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (# თმშ 01/021861), რომლითაც შეწყდა ქორწინება და გაუქმდა საქორწინო კავშირი, მხარეებს – ი. კ-სა და გ. ს-ას (თ. ბ. დ-დ) შორის;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : მზია თოდუა

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი