საქმე #ას-497-465-2017 3 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა.ც-ის, თ. გ-ის, ე. უ-ის, თ. ა-ის, შ. ც-ის, ი. ხ-ის, მ. ჯ-ის, შ. ლ-ის, მ. მ-ის, ნ. უ-ისა და ნ.ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ა.ც-ის, თ. გ-ის, ე. უ-ის, თ. ა-ის, შ. ც-ის, ი. ხ-ის, მ. ჯ-ის, შ. ლ-ის, მ. მ-ის, ნ. უ-ისა და ნ.ს-ის სარჩელის გამო, შპს „პ-ას“, ბ. ჭ-ის, ვ.თ-ისა და სხვათა მიმართ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით კასატორთა წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის: ა.ც-ს - 867.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, თ. გ-ს - 1470.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ე. უ-ეს - 751.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, თ. ა-ს - 1989.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, შ. ც-ს - 3224.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის, ი. ხ-ს - 3224.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის, მ. ჯ-ს - 2825 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის, შ. ლ-ეს - 2255.25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის, მ. მ-ეს - 3415.45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის, ნ. უ-ს - 758.83 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ნ.ს-ს - - 3925.85 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით კასატორთა წარმომადგენელ ნ. ო-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კასატორებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა და დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის: ა.ც-ს - 867.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, თ. გ-ს - 1470.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ე. უ-ეს - 751.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, თ. ა-ს - 1989.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, შ. ც-ს - 3224.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის, ი. ხ-ს - 3224.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის, მ. ჯ-ს - 2825 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის, შ. ლ-ეს - 2255.25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის, მ. მ-ეს - 3415.45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის უკვე გადახდილი 50 ლარის გათვალისწინებით, ნ. უ-ს - 758.83 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ნ.ს-ს - - 3925.85 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნები.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორთა წარმომადგენელ ნ. ო-ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 16 ივნისს ჩაბარდა პირადად (იხ.შეტყობინების ბარათი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენ. ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2017 წლის 17 ივნისს და ამოიწურა 2017 წლის 23 ივნისს. ამ დროის განმავლობაში მხარეებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. მ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ც-ის, თ. გ-ის, ე. უ-ის, თ. ა-ის, შ. ც-ის, ი. ხ-ის, მ. ჯ-ის, შ. ლ-ის, მ. მ-ის, ნ. უ-ისა და ნ.ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ მ. მ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. ო-ის მიერ 05.06.2017 წელს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე