Facebook Twitter

საქმე№ა-1442-შ-38-2017 31 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „მ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ინდ. მეწარმე თ. ც-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ინდ. მეწარმე თ. დ-ის ძე ც-ას შპს „მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 739,40 აშშ დოლარის გადახდა, მათ შორის: 1 390,11 აშშ დოლარი – ძირითადი ვალი, 2349,29 აშშ დოლარი – ჯარიმა, ასევე 1250,49 ბელორუსული რუბლი (636,84 აშშ დოლარის ექვივალენტი) სახელმწიფო ბაჟი; ასევე ინდ. მეწარმე თ. დ-ის ძე ც-ას დაეკისრა ბელორუსის რესპუბლიკის ექსპორტ–იმპორტის დაზღვევის რესპუბლიკური უნიტარული საწარმოს „ბ-ის“ სასარგებლოდ ზარალი – 12510,99 აშშ დოლარის გადახდა.

შპს „მ-მა“ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე ინდ. მეწარმე თ. ც-ა, 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით შპს „მ-ის“ შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად; განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინება და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები ინდ. მეწარმე თ. ც-ას 2017 წლის 3 მაისს და ამავე წლის 18 მაისს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, (იხ.ს.ფ.25-30) მაგრამ სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ სასამართლო შეტყობინებები მხარეს ვერ ჩაბარდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ინდ. მეწარმე თ. ც-ას ეცნობა ამავე პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინების თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით, რომელიც განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე.

მოწინააღმდეგე მხარე ინდ. მეწარმე თ. ც-ას კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „მ-ის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ინდ. მეწარმე თ. დ-ის ძე ც-ას შპს „მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 739,40 აშშ დოლარის გადახდა, მათ შორის: 1 390,11 აშშ დოლარი – ძირითადი ვალი, 2349,29 აშშ დოლარი – ჯარიმა, ასევე 1250,49 ბელორუსული რუბლი (636,84 აშშ დოლარის ექვივალენტი) სახელმწიფო ბაჟი; ასევე ინდ. მეწარმე თ. დ-ის ძე ც-ას დაეკისრა ბელორუსის რესპუბლიკის ექსპორტ–იმპორტის დაზღვევის რესპუბლიკური უნიტარული საწარმოს „ბ-ის“ სასარგებლოდ ზარალი – 12510,99 აშშ დოლარის გადახდა.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე ინდ. მეწარმე თ. ც-ა, 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „მ-ის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც: ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ინდ. მეწარმე თ. დ-ის ძე ც-ას შპს „მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 739,40 აშშ დოლარის გადახდა, მათ შორის: 1 390,11 აშშ დოლარი – ძირითადი ვალი, 2349,29 აშშ დოლარი – ჯარიმა, ასევე 1250,49 ბელორუსული რუბლი (636,84 აშშ დოლარის ექვივალენტი) სახელმწიფო ბაჟი; ასევე ინდ. მეწარმე თ. დ-ის ძე ც-ას დაეკისრა ბელორუსის რესპუბლიკის ექსპორტ–იმპორტის დაზღვევის რესპუბლიკური უნიტარული საწარმოს „ბ-ის“ სასარგებლოდ ზარალი – 12510,99 აშშ დოლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე