Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-482-450-2017 21 ივლისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ა, მ. ო-ი (მოპასუხეები)

თავდაპირველი მოპასუხე - ზ. ჯ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. მ-ის სარჩელი გ. გ-ას, ზ. ჯ-ისა და მ. ო-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს გ. გ-ამ და მ. ო-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. მ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

საკასაციო საჩივარში კასატორი შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 1629.7 აშშ დოლარის 70 %-ის გადახდას საქმის საბოლოო განხილვამდე, და განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის 30%-ის - 488.91 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ თ. ნ-ას ჩაბარდა 2017 წლის 16 მაისს.

2017 წლის 25 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება კიდევ 14 დღით, კასატორის საქართველოში არ ყოფნის და მასთან დაკავშირების შეუძლებლობის, ასევე მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 488.91 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ, თ. ნ-ას მეუღლეს ნ. მ-ას ჩაბარდა 2017 წლის 13 ივნისს.

2017 წლის 22 ივნისს, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო კასატორმა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. განჩინების ასლი პირადად ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელ თ. ნ-ას 2017 წლის 12 ივლისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა და დაევალა საკასაციო საჩივრის შევსება განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 488.91 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად კასატორის წარმომადგენელ თ. ნ-ას ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარდა 2017 წლის 12 ივლისს, დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 13 ივლისს და ამოიწურა 2017 წლის 17 ივლისს (ორშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი გამოესწორებინა 2017 წლის 17 ივლისის ჩათვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი