საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-513-479-2017 3 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ფ. დ-ე, თ. ვ-ე, ა. ს-ე, ზ. დ-ე, რ. ხ-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ე. დ-ე, რ. ბ-ე, მ. ხ-ა და სხვები (სულ 23 პირი) (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის, მ. ხ-ას და სხვების (სულ 23 მოსარჩელის) სარჩელი მოპასუხეების ა. ა-ის (ბმა ,,მ- ის“ თავმჯდომარე), მ. ბ-ის და სხვების (სულ 14 მოპასუხის) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. დ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - ფ. დ-ემ, ა. ს-ემ, ზ. დ-ემ, თ. ვ-ემ და რ. ხ-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ფ. დ-ემ, ა. ს-ემ, ზ. დ-ემ, თ. ვ-ემ და რ. ხ-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით კასატორებს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 434,9 (ოთხას ოცდათოთხმეტი ლარისა და ოთხმოცდაათი თეთრის) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება კასატორ ა. ს-ეს ჩაბარდა 2017 წლის 17 მაისს, რ. ხ-.ის რძალ მ. მ-ს 2017 წლის 16 მაისს, ფ. დ-ეს 2017 წლის 18 მაისს, ხოლო რაც შეეხება თ. ვ-ეს და ზ. დ-ეს მათ ორჯერ გაეგზავნათ სასამართლო გზავნილი, თუმცა მათთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ფოსტის თანამშრომლი მობრუნებულ კონვერტებზე უთითებს, რომ კასატორები ინფორმირებულები იყვნენ გზავნილის თაობაზე, თუმცა არ მიაკითხეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. დ-ის, თ. ვ-ის, ა. ს-ის, ზ. დ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 434,9 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება, სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელ, კასატორ ა. ს-ეს ჩაბარდა 2017 წლის 17 მაისს, რ. ხ-ის რძალ მ. მ-ს 2017 წლის 16 მაისს, ფ. დ-ეს 2017 წლის 18 მაისს, ხოლო რაც შეეხება თ. ვ-ეს და ზ. დ-ეს მათ ორჯერ გაეგზავნათ სასამართლო გზავნილი, თუმცა მათთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ფოსტის თანამშრომლი მობრუნებულ კონვერტებზე უთითებს, რომ კასატორები ინფორმირებულები იყვნენ გზავნილის თაობაზე, თუმცა არ მიაკითხეს. რაც ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
დადგენილია, რომ კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა ა. ს-ისთვის დაიწყო 2017 წლის 18 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 24 მაისს (ოთხშაბათი). რ. ხ-ისთვის დაიწყო 2017 წლის 17 მაისს და ამოიწეურა ამავე წლის 23 მაისს (სამშაბათი), ფ. დ-ისთვის დაიწყო 19 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 25 მაისს (ხუთშაბათი). ხოლო თ. ვ-ისთვის და ზ. დ-ისთვის აღნიშნული ვადის დენა დაიწკო 2017 წლის 10 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 16 ივნისს. ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი შეევსოთ ამ თარიღების მიხედვით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. დ-ის, თ. ვ-ის, ა. ს-ის, ზ. დ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ. დ-ის, თ. ვ-ის, ა. ს-ის, ზ. დ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი