საქმე №ა-693--შ-21-2017 31 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „M.."
მოწინააღმდეგე მხარე –შპს „ქ…"
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ქ…"-ს დაეკისრა შპს „M…"-ს სასარგებლოდ 429 645.65 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლში რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით ფაქტიური გადახდის თარიღისთვის და 167 200 რუბლი სახელმწიფო ბაჟი სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით.
შპს „M..."-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე შპს „ქ…", 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით შპს „M…"-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
2017 წლის 16 მაისს შპს „ქ…"-ის დირექტორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა შპს „M…"-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „M…"-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ქ…"-ს დაეკისრა შპს „M…"-ს სასარგებლოდ 429 645.65 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლში რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით ფაქტიური გადახდის თარიღისთვის და 167 200 რუბლი სახელმწიფო ბაჟი სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე შპს „ქ...", 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით შპს „M…"-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, შპს „M…"-ს შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს.
2017 წლის 16 მაისს შპს „ქ…"-ის დირექტორმა გ. ქ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა შპს „M…"-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „ქ…"-ის დირექტორის გ. ქ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარდა, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული. ასევე საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეს გაეგზავნა შპს „M…"-ს მიერ წარმოდგენილი სარჩელი და შეტყობინება იმის შესახებ, რომ 2016 წლის 11 აგვისტოს 12.00 საათზე დაიწყება სამოქალაქო საქმის განხილვა (იხ. ს.ფ. 35-42). ამდენად, მისი შუამდგომლობა უსაფუძვლოა და ვერ გახდება შპს „M…"-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან ფორმალურ შესაბამისობას, ისე, რომ არ იკვლევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის საკითხს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „M…"-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც: შპს „ქ…"-ს დაეკისრა შპს „M…"-ს სასარგებლოდ 429 645.65 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლში რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით ფაქტიური გადახდის თარიღისთვის და 167 200 რუბლი სახელმწიფო ბაჟი სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე