Facebook Twitter

საქმე №ა-2029-შ-55-2017 12 სექტემბერი, 2017 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.გ.რ.

მოწინააღმდეგე მხარე – ს.რ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით (# 25 F 1688/15) მეუღლეთა - ნ. გ.რ-სა და ს.რ-ის შორის 2017 წლის 11 იანვარს გაფორმებული ქორწინება შეწყდა. ნ.გ.რ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 11 იანვარს. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ს.რ-ის გაეგზავნა 2017 წლის 22 ივნისს და ჩაბარდა 2017 წლის 26 ივნისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ნ.გ.რ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით (# 25 F 1688/15) მეუღლეთა - ნ.გ.რ-სა და ს.რ-ის შორის 2017 წლის 11 იანვარს გაფორმებული ქორწინება შეწყდა. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ.რ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება (# 25 F 1688/15), რომლითაც მეუღლეთა - ნ. გ.რ-ისა და ს. რ-ის შორის 2017 წლის 11 იანვარს გაფორმებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : მზია თოდუა

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი