საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-2024–შ–54-2017 4 სექტემბერი, 2017 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ჰ. ე-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. დ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარის მე-7 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის #2014/1628 და #2016/456კ
დავის საგანი - განქორწინება, მეურვეობის მინიჭება, ბავშვის ნახვის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 25 აპრილს ჰ. ე-მა წარადგინა შუამდგომლობა თურქულ ენაზე შედგენილ დოკუმენტებთან ერთად.
შუამდგომლობაზე დართული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის დავალებით ითარგმნა და 2017 წლის 18 მაისს, შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით ჰ. ე-ს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული შუამდგომლობა ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად, მათ შორის, შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით დადასტურებული თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარის მე-7 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის N2014/1628ე და N2016/456კ გადაწყვეტილების სრული ტექსტი და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ცნობა, ქართულ ენაზე თარგმნილ და ნოტარიალურად დამოწმებული ასლის სახით.
აღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორ ჰ. ე-ს ჩაბარდა, 2017 წლის 28 ივნისს, მის მიერ მითითებულ მისამართზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ჰ. ე-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარის მე-7 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის N2014/1628ე და N2016/456კ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
3. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ჰ. ე-მა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარის მე-7 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის N2014/1628ე და N2016/456კ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაევალა წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული შუამდგომლობა ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად, მათ შორის, შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით დადასტურებული თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარის მე-7 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის N2014/1628ე და N2016/456კ გადაწყვეტილების სრული ტექსტი და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ცნობა ქართულ ენაზე თარგმნილ და ნოტარიალურად დამოწმებული ასლის სახით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინება ჰ. ე-ს 2017 წლის 28 ივნისს პირადად ჩაბარდა.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლიბის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 29 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 28 ივლისს.
7. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
8. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
10. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჰ. ე-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარის მე-7 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის N2014/1628ე და N2016/456კ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჰ. ე-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარის მე-7 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის N2014/1628ე და N2016/456კ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი