საქმე №ა-3627-შ-98-2016 28 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ დახურული სააქციო საზოგადოება „ლ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ინდ.მეწარმე თ. ც-ია
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბელარუსის რესპუბლიკის, ბრესტსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებთ ინდ.მეწარმე თ. ც-იას დახურული სააქციო საზოგადოება „ლ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 39 250 აშშ დოლარისა და 73 ცენტის, ასევე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 15 834 989 ბელარუსული რუბლის გადახდა, რაც 802 აშშ დოლარისა და 10 ცენტის ეკვივალენტია.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დახურულმა სააქციო საზოგადოება „ლ-მა“ (დირექტორი გ.გ.მ-ი) და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტრორიაზე ცნობა და აღსრულება როგორც ძირითადი თანხის, ისე _ სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ:
ა) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 14 ივლისს და ექვემდებარება აღსრულებას;
ბ) როგორც ძირითადი თანხის, ისე _ სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა;
გ) სასამართლოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, მასვე ჩაბარდა სარჩელის ასლი;
დ) მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლლის 21 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინებისა და თანდართული მასალების ჩაბარების მიზნით, საკასაციო სასამართლომ განკარგა ყველა საპროცესო საშუალება, თუმცა, თ.ც-ია ვერც მხარის მიერ მითითებულ და ვერც საკასაციო სასამართლოს მიერ შერჩეულ მისამართზე ვერ იქნა მოძიებული, ამ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, მიიჩნევა ინფორმირებულად, ხოლო, სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს საქმე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ დახურული სააქციო საზოგადოება „ლ-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, ბრესტსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ბელარუსის რესპუბლიკის, ბრესტსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებით ინდ.მეწარმე თ. ც-იას დახურული სააქციო საზოგადოება „ლ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 39 250 აშშ დოლარისა და 73 ცენტის, ასევე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 15 834 989 ბელარუსული რუბლის გადახდა, რაც 802 აშშ დოლარისა და 10 ცენტის ეკვივალენტია.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დახურულმა სააქციო საზოგადოება „ლ-მა“ (დირექტორი გ.გ.მ-ი) და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება როგორც ძირითადი თანხის, ისე _ სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ:
ა) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 14 ივლისს და ექვემდებარება აღსრულებას;
ბ) როგორც ძირითადი თანხის, ისე _ სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა;
გ) სასამართლოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, მასვე ჩაბარდა სარჩელის ასლი;
დ) მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა.
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ინდ.მეწარმე თ. ც-იას დახურული სააქციო საზოგადოება „ლ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 39 250 აშშ დოლარისა და 73 ცენტის, ასევე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 15 834 989 ბელარუსული რუბლის (რაც წარმოადგენს 802 აშშ დოლარისა და 10 ცენტის ეკვივალენტს) გადახდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დახურული სააქციო საზოგადოება „ლ-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ინდ.მეწარმე თ. ც-იას დახურული სააქციო საზოგადოება „ლ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 39 250 აშშ დოლარისა და 73 ცენტის, ასევე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 15 834 989 ბელარუსული რუბლის გადახდა, რაც წარმოადგენს 802 აშშ დოლარისა და 10 ცენტის ეკვივალენტს.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე