საქმე №ა-1132-შ-32-2017 28 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ბელარუსის რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო უნიტარული საწარმო „ბ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ინდ.მეწარმე თ. ც-ია
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბელარუსის რესპუბლიკის, ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ინდ.მეწარმე თ. ც-იას ბელარუსის რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო უნიტარული საწარმო „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 12 510,99 აშშ დოლარის ანაზღაურება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო უნიტარულმა საწარმომ „ბ-მა“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ:
ა) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 20 დეკემბერს და ექვემდებარება აღსრულებას;
ბ) თანხის დაკისრების ნაწილში გაცემულია სააღსრულებო ბრძანება, თუმცა სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა;
გ) სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ დოკუმენტების მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე ეკონომიკური სასამართლოს დავალება არ შესრულებულა, თუმცა, ბელარუსის რესპუბლიკის სამეურნეო საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლის შესაბამისად, ეს გარემოება მხარის ინფორმირებას წარმოადგენდა და სასამართლო უფლებამოსილი იყო, განეხილა საქმე, ამასთანავე, წარმოდგენილია საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, თუმცა საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, თავად ეს ცნობა ემყარება საფოსტო შეტყობინებას, რომელიც ასლის სახით ერთვის შუამდგომლობას;
დ) მოპასუხეს საქართველოში გააჩნია ადგილსამყოფელი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინებისა და თანდართული მასალების ჩაბარების მიზნით, საკასაციო სასამართლომ განკარგა ყველა საპროცესო საშუალება, თუმცა თ.ც-ია ვერც მხარის მიერ მითითებულ და ვერც საკასაციო სასამართლოს მიერ შერჩეულ მისამართზე ვერ მოიძებნა, ამ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, მიიჩნევა ინფორმირებულად, ხოლო, სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს საქმე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო უნიტარული საწარმო „ბ-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ინდ.მეწარმე თ. ც-იას, ბელარუსის რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო უნიტარული საწარმო „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 12 510,99 აშშ დოლარის ანაზღაურება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო უნიტარულმა საწარმომ „ბ-მა“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტრორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ:
ა) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 20 დეკემბერს და ექვემდებარება აღსრულებას;
ბ) თანხის დაკისრების ნაწილში გაცემულია სააღსრულებო ბრძანება, თუმცა სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა;
გ) სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ დოკუმენტების მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე ეკონომიკური სასამართლოს დავალება არ შესრულებულა, თუმცა, ბელარუსის რესპუბლიკის სამეურნეო საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლის შესაბამისად, ეს გარემოება მხარის ინფორმირებას წარმოადგენდა და სასამართლო უფლებამოსილი იყო, განეხილა საქმე, ამასთანავე, წარმოდგენილია საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, თუმცა საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, თავად ეს ცნობა ემყარება საფოსტო შეტყობინებას, რომელიც ასლის სახით ერთვის შუამდგომლობას;
დ) მოპასუხეს საქართველოში გააჩნია ადგილსამყოფელი.
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის, ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ინდ.მეწარმე თემულ ც-იას, ბელარუსის რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო უნიტარული საწარმო „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 12 510,99 აშშ დოლარის გადახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელარუსის რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო უნიტარული საწარმო „ბ-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ინდ.მეწარმე თ. ც-იას ბელარუსის რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო უნიტარული საწარმო „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 12 510,99 აშშ დოლარი.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე