Facebook Twitter

საქმე #ას-942-880-2017 14 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა(ა)იპ ე-ის (ლიკვიდატორი მ. კ-ია) საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ მ. ი-ის, თ. ქ.ისა და სხვათა სარჩელის გამო ა(ა)იპ ე-ისა და მესამე პირის _ ქ.თბილისის მერიის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ე-ის (ლიკვიდატორი მ. კ-ია) საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით ა(ა)იპ ე-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შემდეგი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი: ს. ბ-ის მიმართ წარდგენილ საკასაციო საჩივარზე 389,45 ლარი; მ. ი-ის მიმართ _ 300 ლარი; თ. ქ.ის მიმართ _ 300 ლარი; მ. გ.ის მიმართ _ 150 ლარი; ნ. ა-ის მიმართ _ 300 ლარი; ნ. თ-ის მიმართ _ 348,20 ლარი; ზ. ხ-იას მიმართ _ 315,68 ლარი; გ. ჭ-ის მიმართ _ 300 ლარი; დ. დ-ის მიმართ _ 300 ლარი; მ. კ-ის მიმართ _ 300 ლარი; ა. გ.ის მიმართ _ 300 ლარი; თ. ქ.ის მიმართ _ 300 ლარი; რ. ქ.ის მიმართ _ 300 ლარი; ქ. ფ-ის მიმართ _ 150 ლარი; ნ. კ-ის მიმართ _ 300 ლარი; ს. ვ-ის მიმართ _ 300 ლარი; გ. გ.ის მიმართ _ 300 ლარი; ჯ. ჯ-ის მიმართ _ 300 ლარი; ს. ფ-ის მიმართ _ 300 ლარი; ქ. კ-ის მიმართ _ 300 ლარი; ნ. შ-ის მიმართ _ 301 ლარი; ე. თ-ის მიმართ _ 300 ლარი; მ. ს-ის მიმართ _ 300 ლარი; ა. მ-ის მიმართ _ 300 ლარი; გ. მ-ის მიმართ _ 300 ლარი; ა. გ-ას მიმართ _ 300 ლარი; გ. მ.-ის მიმართ _ 319,6 ლარი; მ. დ-ის მიმართ _ 300 ლარი; ქ. ხ-ას მიმართ _ 300 ლარი; ნ. მ-ის მიმართ _ 300 ლარი; ნ. კ-ის მიმართ _ 300 ლარი; ქ. კ-ის მიმართ _ 300 ლარი; თ. ა-იას მიმართ _ 300 ლარი; ე. ჩ-ის მიმართ _ 300 ლარი; ა. ქ-ის მიმართ _ 300 ლარი; ა. წ-ის მიმართ _ 150 ლარი; თ. ბ-ის მიმართ _ 150 ლარი; გ. ქ-ის მიმართ _ 150 ლარი; გ. მ-ის მიმართ _ 150 ლარი; მ. დ-ის მიმართ _ 300 ლარი; ვ. ა-ის მიმართ _ 954,45 ლარი; ნ. ა-ის მიმართ _ 300 ლარი; გ. ბ-----ის მიმართ _ 621,98 ლარი; გ. გ-ის მიმართ _ 300 ლარი; თ. კ-ის მიმართ _ 476,65 ლარი; ზ. ტ-იას მიმართ _ 476,65 ლარი; ლ. ჯ-ის მიმართ _ 300 ლარი; ი. დ-ას მიმართ _150 ლარი; გ. ბ-ის მიმართ _ 300 ლარი; თ. ჟ-ის მიმართ _ 300 ლარი; ე. ე-ის მიმართ _ 300 ლარი; ე. კ-იას მიმართ _ 300 ლარი; ი. ნ-ის მიმართ _ 426,65 ლარი; ე. ც-ის მიმართ _ 300 ლარი; ნ. ც-ის მიმართ _ 150 ლარი; ნ. ჯ-ის მიმართ _ 300 ლარი; მ. შ-ის მიმართ _ 150 ლარი; ს. რ-ის მიმართ _ 150 ლარი; ლ. გ.ის მიმართ _ 150 ლარი; თ. ი.ის მიმართ _ 150 ლარი; ნ. ს-ის მიმართ _ 300 ლარი; თ. ლ-ის მიმართ _ 150 ლარი; ჯ. ქ-ის მიმართ _ 150 ლარი; თ. ს-იას მიმართ _ 300 ლარი; თ. მ-ის მიმართ _ 150 ლარი; ი. ბ-ას მიმართ _ 150 ლარი; დ. ზ–ის მიმართ _ 150 ლარი; ქ. ჩ-ას მიმართ _ 150 ლარი; ზ. ლ-ის მიმართ _ 300 ლარი; გ. ე-იას მიმართ _ 150 ლარი; რ. ა-ის მიმართ _ 300 ლარი და მ. ჯ-ის მიმართ _ 300 ლარი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ა(ა)იპ ე-ის ლიკვიდატორ მ. კ-იას გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2017 წლის 28 ივლისს (იხ.შეტყობინების ბარათი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2017 წლის 29 ივლისს და ამოიწურა 2017 წლის 4 აგვისტოს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ე-ის (ლიკვიდატორი მ. კ-ია) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე