საქმე №ა-2075-შ-56-2017 22 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სს „ა“
წარმომადგენელი – დ.ტ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ა.-ს“ სს ს.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – გადახდის მომენტისათვის რუსეთის ფედერაციის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით 18427 ევროსა და 38 ცენტის, პირგასამტეხლოს – 1953 ევროსა და 30 ცენტის, ასევე სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის – 27674 რუბლის გადახდა.
სს ს.-ის“ წარმომადგენელმა დ.ტ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 5 თებერვალს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით სს ს.-ის“ წარმომადგენელ დ.ტ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად და მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განჩინებისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები შპს „ა.-ს“ რამდენჯერმე გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე, მაგრამ სასამართლო მოხელის მიერ შედგენეილი აქტებიდან ირკვევა, რომ არცერთ მისამართზე შპს „ა.-ი“ არ მდებარეობს.
საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა შპს „ა.-ისათვის“ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განჩინების, სს ს.-ის“ წარმომადგენელ დ.ტ.-ის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩაბარება, რაც ვერ მოხერხდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე შპს „ა.-ს“ თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სს ს.-ის“ წარმომადგენელ დ.ტ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ა.-ს“ სს ს.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – გადახდის მომენტისათვის რუსეთის ფედერაციის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით 18427 ევროსა და 38 ცენტის, პირგასამტეხლოს – 1953 ევროსა და 30 ცენტის, ასევე სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის – 27674 რუბლის გადახდა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 5 თებერვალს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე შპს „ა.-ს“ თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ს.-ის“ წარმომადგენელ დ.ტ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა.-ს“ სს ს.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – გადახდის მომენტისათვის რუსეთის ფედერაციის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით 18427 ევროსა და 38 ცენტის, პირგასამტეხლოს – 1953 ევროსა და 30 ცენტის, ასევე სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის – 27674 რუბლის გადახდა.
3. შპს „ა.-ს“ სს ს.-ის“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს 150 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი