Facebook Twitter

№ა-3599-შ-100-2017 20 ოქტომბერი, 2017 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის კარლსრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის კარლსრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა 2010 წლის 30 აპრილს კარლსრუეს მმაჩის თანამშრომლის წინაშე მეუღლეებს - მ. გ-ას და ი. მ-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება (---).

2. მ. გ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მასა და მოპასუხეს შორის განქორწინების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქმეზე დადგენილია, რომ გერმანიის კარლსრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა 2010 წლის 30 აპრილს კარლსრუეს მმაჩის თანამშრომლის წინაშე მეუღლეებს - მ. გ-ასა და ი. მ-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება ().

5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მოპასუხე მხარე, ი. მ-ი, ინფორმირებული იყო სასამართლოში საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის კარლსრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა 2010 წლის 30 აპრილს კარლსრუეს მმაჩის თანამშრომლის წინაშე მეუღლეებს - მ. გ-ასა და ი. მ-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება (---).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მომხსენებელი: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი