საქმე №ა-2989-შ-80-2017 22 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს. კ.-ი
წარმომადგენელი – თ. მ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ს. კ.-სა (ნ.-ი) და თ. კ.-ს შორის 2010 წლის 7 ივლისს საქართველოში, ქ.თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი ნომერი ...) შეწყდა.
ს. კ.-ის წარმომადგენელმა თ. მ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 15 სექტემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ს. კ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით ს. კ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ს. კ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ს. კ.-სა (ნ.-ი) და თ. კ.-ს შორის 2010 წლის 7 ივლისს საქართველოში, ქ.თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი ნომერი ...) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 15 სექტემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ს. კ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. კ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ს. კ.-სა (ნ.-ი) და თ. კ.-ს შორის 2010 წლის 7 ივლისს საქართველოში, ქ.თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი ნომერი ...) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილიი