საქმე №ას-360-336-2017 4 ოქტომბერი, 2017 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ააიპ „...“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ააიპ ,,...ის’’ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ,,...ის’’ დირექტორის 2016 წლის 12 იანვრის №... ბრძანება და მ. ა-ე აღდგენილ იქნა ააიპ ,,...ის’’ დირექტორის წარმომადგენლად ააიპ ,,ქალაქ ...ის’’ №... ფილიალში; ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ,,...ის’’ დირექტორის 2015 წლის 22 დეკემბრის №... ბრძანება მ. ა-ისთვის ხელფასის დაქვითვის თაობაზე.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ააიპ ,,...ამ’’.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით ააიპ ,,...ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ააიპ ,,...ამ’’ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით ააიპ ,,...ის’’ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. 2017 წლის 25 სექტემბერს ააიპ ,,...ამ’’ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კასატორის განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
11. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, გარდა იმ ცვლილებების და დამატებებისა, რაც მოცემულია სსსკ-ის XLVI თავში. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
12. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
13. კასატორის განცხადება საკასაციო საჩივრის უკან გატანისა და საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე, სამართლებრივად წარმოადგენს საკასაციო საჩივარზე უარის თქმას. აღნიშნულით კასატორმა განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
14. სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
15. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).
16. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (ააიპ...ის განცხადება; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების ასლი; ...ის წესდება; ცნობა №...; დაზუსტებული სარჩელი; სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება №...; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება №...; ...ის წესდება; ააიპ ...ის დირექტორის ბრძანება №...; შრომითი ხელშეკრულება; ააიპ ...ის დირექტორის ბრძანება №...; შრომითი ხელშეკრულება; ააიპ ...ის დირექტორის ბრძანება №...; შრომითი ხელშეკრულებები; ააიპ ...ის დირექტორის ბრძანება №... დანართით; ააიპ ...ის დირექტორის ბრძანება №... ...ის ფილიალის შინაგანაწესთან ერთად; ოქმი №..., ოქმი №..., ოქმი №..., ოქმი №..., ოქმი №..., მოხსენებითი ბარათები; ააიპ ...ის №... ფილიალის წარმომადგენლის წერილი; ცნობები ზარების შესახებ; ცნობა; ააიპ ...ის ბრძანება №...; ააიპ ქ. ...ის ბრძანება №...; ააიპ ქ. ...ის ბრძანება №...; ააიპ ქ. ...ის ბრძანება №...; ააიპ ქ. ...ის ბრძანება №...; გამოკითხვის ოქმები; ააიპ ...ის ცნობა №...; მოხსენებითი ბარათები; ახსნა-განმარტებები; №... ფილიალის თანამშრომლების განცხადებები; ცნობა №...; ცნობა № ...) მთლიანობაში „134“ ფურცლად (ტ. 2, ს.ფ. 254-387).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-273-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ააიპ ...ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ააიპ ...ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. კასატორ ააიპ ...ას დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ააიპ...ის განცხადება; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების ასლი; ...ის წესდება; ცნობა №...; დაზუსტებული სარჩელი; სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება №...; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება №...; ...ის წესდება; ააიპ ...ის დირექტორის ბრძანება №...; შრომითი ხელშეკრულება; ააიპ ...ის დირექტორის ბრძანება №...; შრომითი ხელშეკრულება; ააიპ ...ის დირექტორის ბრძანება №...; შრომითი ხელშეკრულებები; ააიპ ...ის დირექტორის ბრძანება №... დანართით; ააიპ ...ის დირექტორის ბრძანება №... ...ის ფილიალის შინაგანაწესთან ერთად; ოქმი №..., ოქმი №..., ოქმი №..., ოქმი №..., ოქმი №..., მოხსენებითი ბარათები; ააიპ ...ის №... ფილიალის წარმომადგენლის წერილი; ცნობები ზარების შესახებ; ცნობა; ააიპ ...ის ბრძანება №...; ააიპ ქ. ...ის ბრძანება №...; ააიპ ქ. ...ის ბრძანება №...; ააიპ ქ. ...ის ბრძანება №...; ააიპ ქ. ...ის ბრძანება №...; გამოკითხვის ოქმები; ააიპ ...ის ცნობა №...; მოხსენებითი ბარათები; ახსნა-განმარტებები; №... ფილიალის თანამშრომლების განცხადებები; ცნობა №...; ცნობა № ...) მთლიანობაში „134“ ფურცლად (ტ. 2, ს.ფ. 254-387).
6. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე