Facebook Twitter

საქმე №ა-3513-შ-90-2017 18 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ქ. ნ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ნ.-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის რსო-ალანიის ქ.მოზდოკსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის რსო-ალანიის მოზდოკსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ნ.-ის განცხადება ვ. დ.ის ძე ნ.-ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა. საქართველოში, ს.-იის რაიონის სოფელ ნ.-ის მკვიდრი, ... წლის .. ივლისს დაბადებული ვ. დ.ის ძე ნ.-ე ცნობილ იქნა უგზო-უკლოდ დაკარგულად.

ქ. ნ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის რსო-ალანიის ქ.მოზდოკსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 9 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობიდან ირკვევა, რომ ქ. ნ.-ე საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ქ. ნ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის რსო-ალანიის მოზდოკსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ქ. ნ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის რსო-ალანიის მოზდოკსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.

უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს სასამართლო მატერიალურ ნორმასთან – „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს.

უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხი თავისთავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მატერიალური უფლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXVII--ე თავი ეხება მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებასა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადებას.

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის რსო-ალანიის მოზდოკსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ნ.-ის განცხადება ვ. დ.ის ძე ნ.-ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა. საქართველოში, ს.-იის რაიონის სოფელ ნ.-ის მკვიდრი, ... წლის .. ივლისს დაბადებული ვ. დ.ის ძე ნ.-ე ცნობილ იქნა უგზო-უკლოდ დაკარგულად.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 9 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობიდან ირკვევა, რომ ქ. ნ.-ე საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რსო-ალანიის მოზდოკსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ნ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის რსო-ალანიის მოზდოკსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის რსო-ალანიის მოზდოკსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ნ.-ის განცხადება ვ. დ.ის ძე ნ.-ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა. საქართველოში, ს.-იის რაიონის სოფელ ნ.-ის მკვიდრი, ... წლის .. ივლისს დაბადებული ვ. დ.ის ძე ნ.-ე ცნობილ იქნა უგზო-უკლოდ დაკარგულად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე