Facebook Twitter

საქმე №ა-3624-შ-101-2017 18 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შეზღუდული პასუხისმგებლობის სადაზღვევო საზოგადოება „ბ.-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა.-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვილეისკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვილეისკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ა.-ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის სადაზღვევო საზოგადოება „ბ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სუბროგაციის წესით ზიანის – 4503 100 რუბლის, ზარალის განსაზღვრისათვის გაწეული ხარჯის – 274 000 რუბლის, დეპეშის გაგზავნისათვის – 11730 რუბლისა და სხვისი ფულადი სახსრების გამოყენებისათვის – 1 103 070 რუბლის, სულ – 5 891 900 რუბლის გადახდა. ასევე ა. ა.-ეს დაეკისრა საქმის განხილვისათვის გაწეული ხარჯის 15 440 რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 10 აპრილს და ნაწილობრივ აღსრულდა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დარჩენილი დავალიანება შეადგენს 300 ბელარუსის რუბლს.

შეზღუდული პასუხისმგებლობის სადაზღვევო საზოგადოება „ბ.-მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვილეისკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება დარჩენილი დავალიანების – 300 ბელორუსის რუბლის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მოცემული საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით და მას ა. ა.-ე ესწრებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 10 აპრილს და ნაწილობრივ აღსრულდა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დარჩენილი დავალიანება შეადგენს 300 ბელარუსის რუბლს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შეზღუდული პასუხისმგებლობის სადაზღვევო საზოგადოება „ბ.-ის“ შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვილეისკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ 300 ბელორუსის რუბლის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად და მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე ა. ა.-ეს.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის სადაზღვევო საზოგადოება „ბ.-ის“ შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვილეისკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ 300 ბელორუსის რუბლის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვილეისკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ა.-ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის სადაზღვევო საზოგადოება „ბ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სუბროგაციის წესით ზიანის – 4503 100 რუბლის, ზარალის განსაზღვრისათვის გაწეული ხარჯის – 274 000 რუბლის, დეპეშის გაგზავნისათვის – 11730 რუბლისა და სხვისი ფულადი სახსრების გამოყენებისათვის – 1 103 070 რუბლის, სულ – 5 891 900 რუბლის გადახდა. ასევე ა. ა.-ეს დაეკისრა საქმის განხილვისათვის გაწეული ხარჯის 15 440 რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 10 აპრილს და ნაწილობრივ აღსრულდა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დარჩენილი დავალიანება შეადგენს 300 ბელარუსის რუბლს.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მოცემული საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით და მას ა. ა.-ე ესწრებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 10 აპრილს და ნაწილობრივ აღსრულდა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დარჩენილი დავალიანება შეადგენს 300 ბელარუსის რუბლს.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე ა. ა.-ეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვილეისკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება 300 ბელორუსის რუბლის დაკისრების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის სადაზღვევო საზოგადოება „ბ.-ის“ შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვილეისკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების შესახებ 300 ბელორუსის რუბლის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ვილეისკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ა.-ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის სადაზღვევო საზოგადოება „ბ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 300 ბელორუსის რუბლის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე