Facebook Twitter

საქმე №ას-1117-1037-2017 19 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ვ. ს.-ი, ნ. ს.-ი, ი. ჯ.-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – სს „ს.-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ს.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ვ. ს.-ის, ნ. ს.-ის, ა. ს.-ის, ი. ჯ.-ისა და ე. ს.-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს – ვ. ს.-ს, ი. ჯ.-სა და ე. ს.-ს სს „ს.-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3680.05 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს – ვ. ს.-ს, ი. ჯ.-სა და ნ. ს.-ს სს ”ს.-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1645.99 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა გ-ის რაიონის სოფელ ტ.-იში მდებარე, სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული ვ. ს.-ის, ა. ს.-ისა და ნ. ს.-ის კუთვნილი უძრავი ქონების ს/კ №..., რეალიზაციის გზით, აგრეთვე ვ. ს.-ის, ი. ჯ.-ისა, ე. ს.-ისა და ნ. ს.-ის სხვა ქონებიდან თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხები საკმარისი არ იქნება ვალდებულების შესრულებისთვის.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ს.-მა, ნ. ს.-მა, ი. ჯ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით ვ. ს.-ის, ნ. ს.-ისა და ი. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ს.-მა, ნ. ს.-მა, ი. ჯ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კასატორებს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და ჩაბარდათ 2017 წლის 6 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს.-ის, ნ. ს.-ისა და ი. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდათ 2017 წლის 6 ოქტომბერს. (იხ. ტ.2, ს.ფ.87-89). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 7 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 11 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანი. საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ს.-ის, ნ. ს.-ისა და ი. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი