Facebook Twitter

საქმე №ას-1153-1073-2017 17 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.-ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – ვ. მ.-ე, მ. მ.-ე, ლ. მ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ს.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების –ვ. მ.-ის, მ. მ.-ისა და ლ. მ.-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,ს.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა სს ,,ს.-სა” და ვ. მ.-ეს შორის დადებული საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებები. მოპასუხეებს – ვ. მ.-ესა და ლ. მ.-ეს სს ,,ს.-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 173 568,70 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითად დავალიანებას შეადგენს 134 549,7 აშშ დოლარი, პროცენტს - 37 984,61 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს -1034,39 აშშ დოლარი. გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა ქ.თ.-ში მ. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ს/კ ... აუქციონზე იძულების წესით რეალიზაციის წესით; ქ.თ.-ის ქ. №..-ის, .. კორპუსში მდებარე ვ. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ბინა № .., მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ..., აუქციონზე იძულების წესით რეალიზაციის წესით; ქ.თ.-ის ქ. №..-ის, .. კორპუსში მდებარე მ. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ბინა №.., მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი .., აუქციონზე იძულების წესით რეალიზაციის წესით; ქ.თ.-ის ქ. №..-ის, .. კორპუსში მდებარე ვ. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ბინა №.., მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ..., აუქციონზე იძულების წესით რეალიზაციის წესით. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონებების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიქცეულ იქნე მოპასუხეების – ლ. მ.-ის და ვ. მ.-ის სხვა ქონებებზე.

აღნიშნული გადაწყვწეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ.-ემ, მ. მ.-ემ, ლ. მ.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. მ.-ის, მ. მ.-ისა და ლ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ს.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს ვ. მ.-ესა და ლ. მ.-ეს სს ”ს.-ის” სასარგებლოდ დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის 134549.7 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა; სს ”ს.-ის” მოთხოვნა მოპასუხეებისათვის სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის 37984.61 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 1034.39 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა ქ.თ.-ში მ. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ს/კ ... აუქციონზე იძულების წესით რეალიზაციის წესით; ქ.თ.-ის ქ. №..-ის, .. კორპუსში მდებარე ვ. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ბინა № .., მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ..., აუქციონზე იძულების წესით რეალიზაციის წესით; ქ.თ.-ის ქ. №..-ის, 1 კორპუსში მდებარე მ. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ბინა №.., მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ..., აუქციონზე იძულების წესით რეალიზაციის წესით; ქ.თ.-ის ქ. №..-ის, .. კორპუსში მდებარე ვ. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ბინა №.., მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ..., აუქციონზე იძულების წესით რეალიზაციის წესით. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცა მოპასუხეების – ვ. მ.-ისა და ლ. მ.-ის სხვა ქონებაზე. ვ. მ.-ეს, მ. მ.-ესა და ლ. მ.-ეს უარი ეთქვათ გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადებაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.-მა“ და მოითხოვა მისი ნაწილობრივგაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1951 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2017 წლის 11 ოქტომბერს სს „ს.-ის“ წარმომადგენელმა ი. ჩ.-მ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის – 4836,53 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინების ასლი კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. კასატორმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ არ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. ასევე ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სრულად არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 4836,53 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ სს „ს.-ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 9 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 4836,53 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი