Facebook Twitter

№ ას-1087-1007-2017 30 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ჭ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჟ-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ვ. გ-ე

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - კ. ტ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, თანასაკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

3. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე პალატის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

4. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თვლის რომ, საკუთარი ინიციატივით უნდა გაასწოროს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობა საქმეზე №ას-1087-1007-2017. კერძოდ, განჩინების შესავალ ნაწილში მითითებული სიტყვები „გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება“ შეიცვალოს სიტყვებით „გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება“, ასევე, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მითითებული სიტყვები - „გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად“ შეიცვალოს სიტყვებით „გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობა;

2. განჩინების შესავალ ნაწილში მითითებული სიტყვები - „გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება“ შეიცვალოს სიტყვებით „გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება“;

3. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მითითებული სიტყვები - „გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად“ შეიცვალოს სიტყვებით „გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად“;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ნ. ბაქაქური