საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-869-811-2017(ბ) 5 ოქტომბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს ''ქ-ა" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ''პ-ი'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩნება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „პ-ის“ სარჩელი, მოპასუხეების მ. გ-ას, მ. ჩ-ის, ი. ნ-ისა და შპს „ქ-ის“ მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-ამ, მ. ჩ-მა, ი. ნ-ემ და შპს „ქ-ამ“, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით მ. გ-ას, მ. ჩ-ის, ი. ნ-ისა და შპს „ქ-ის“სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, დაუშვებლობის გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მ. გ-ამ, მ. ჩ-მა, ი. ნ-ემ და მშპს „ქ-ამ“,მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 50 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და შპს ''ქ-ის'' დირექტორის მიერ ლ. ბ-ისთვის მინიჭებული ძალაში მყოფი მინდობილობა ან კერძო საჩივარი ხელმოწერილი შპს ''ქ-ის უფლებამოსილი პირის მიერ.
ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელ, ლ. ბ-ეს სატელეფონო შეტყობინებით ჩაბარდა 2017 წლის 27 ივლისს.
2017 წლის 1 აგვისტოს ფოსტის მეშვეობით უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა წარმოადგინა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და შპს ''ქ-ის'' დირექტორის მ. ჩ-ის მიერ ლ. ბ-ესთვის მინიჭებული მინდობილობა,რომელსაც არ ჰქონდა ხელმოწერა და არც შპს-ს ბეჭედი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე,გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შპს ''ქ-ის'' დირექტორის მიერ ლ. ბ-ისთვის მინიჭებული ძალაში მყოფი,სათანადო წესით,დირექტორის მიერ ხელმოწერილი და შპს ''ქ-ის'' ბეჭდით დამოწმებული მინდობილობა ან კერძო საჩივარი ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.
ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის დირექტორის მ. ჩ-ის დედას ჩაბარდა, 2017 წლის 21 სექტემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ''ქ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად,კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია,რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით შპს ''ქართულ სკოლას'' დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შპს ''ქ-ის'' დირექტორის მიერ ლ. ბ-ისთვის მინიჭებული ძალაში მყოფი, სათანადო წესით, დირექტორის მიერ ხელმოწერილი და შპს ''ქ-ის''ბეჭდით დამოწმებული მინდობილობა ან კერძო საჩივარი ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.
საქმეშიწარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დასტურდება,რომ ზემოხსენებული განჩინება 2017 წლის 21სექტემბერს,სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის დირექტორის მ. ჩ-ის დედას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით,ითვლება სასამართლო შეტყობინების კერძო საჩივრის
ავტორისათვის ჩაბარებად.
დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, შპს ''ქ-ისთვის'' ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 22 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 25 სექტემბერს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2015 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ''ქ-ის'' კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ''ქ-ის'' კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი