№330210015745918
საქმე #ა-3480-ა-6-2017 5 ოქტომბერი, 2017 წელი
#ა-3480-ა-6-2017 სანი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შ-ი“
წარმომადგენელი- გ- ფ---ა
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სს „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მხარეთა შორის 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული №--2323481 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: კრედიტის სახით მიღებული თანხა –2504203 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 243696 ლარი; პირგასამტეხლო – 129977,6 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელე სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან – 1299776 ლარიდან 1169798,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. სს „თ--ს” უარი ეთქვა 2012 წლის 7 აგვისტოს №-2171132 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე. 2012 წლის 6 აგვისტოს №--2171127 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 68 153 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 6 740,66 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 20222 ლარიდან 13 481,34 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 2 228,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 22284 ლარიდან 20055,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №--2204677 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ს” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 355 599 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 20277,34 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 61132 ლარიდან 40754,66 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 10 223 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 102 239 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 14 სექტემბრის №-2196532 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 1 707 790 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 118 188 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 354 564 ლარიდან 236 376 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 68 352,1 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 683521 ლარიდან 615 168,9 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 სექტემბრის №--2189835 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 550000 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 38289 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 114867 ლარიდან 76578 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 22041,1 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 220411 ლარიდან 198369,9 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 24 აგვისტოს №---2180594 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ---ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 159000 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 11151,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 33455 ლარიდან 22303,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 6477 ლარი, შესაბამისად, სს „თ----ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 64770 ლარიდან 58293 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 20 აპრილის №--2111079 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის” კრედიტორ სს „თ---ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 108389 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 7602 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 22806 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 4415,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 44154 ლარიდან 39738,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 ივლისის №--2158230 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ---ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 778 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 29,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 295 ლარიდან 265,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 ივლისის №--2158232 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ---ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 230 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 8,7 (რვა მთელი შვიდი მეათედი) ლარი. შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 87 ლარიდან 78,3 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 ივლისის №---2158236 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ---ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 2840 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 107,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1075 ლარიდან 967,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 ივლისის №---2158263 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ----ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 1018 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 38,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 386 ლარიდან 347,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №--2425107 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ---ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 844 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 13,2 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 132 ლარიდან 118,8 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №--2204726 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 28987 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 666,7 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 6667 ლარიდან 6000,3 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №--2204741 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 44986 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 1034,7 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 10347 ლარიდან 9312,3 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №--2204766 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 63457 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 1240,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 12404 ლარიდან 11163,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 21 დეკემბრის №---2247401 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ---ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 34427 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 819,3 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 8193 ლარიდან 7373,7 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 21 დეკემბრის №----2247569 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 53427 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 1271,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 12715 ლარიდან 11443,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 2 სექტემბრის №---2405865 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 740 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 12,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ----ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 124 ლარიდან 111,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 2 სექტემბრის №---2405823 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ---ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 543 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 12,8 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 128 ლარიდან 115,2 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 2 სექტემბრის №---2405864 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ---ის” კრედიტორ სს „თ----ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 2933 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 9 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 90 ლარიდან 81 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 14 სექტემბრის №--------2191438 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 8457 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 336,1 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 3361 ლარიდან 3024,9 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 18 სექტემბრის №--2193766 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ---ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 1263 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 15,2 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 152 ლარიდან 136,8 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 აგვისტოს №-2174771 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ----ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 3370 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 119,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1196 ლარიდან 1076,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 6 სექტემბრის №--2187096 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 5293 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 212,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ----ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 2125 ლარიდან 1912,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 12 სექტემბრის №--2190556 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ----ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 3016 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 120,6 (ასოცი მთელი ექვსი მეათედი) ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1206 ლარიდან 1085,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 21 დეკემბრის №-----2247592 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 892972 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 55632 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 1055,3 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 10553 ლარიდან 9497,7 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №-2425118 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ---ის” კრედიტორ სს „თ---ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 584905,35 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 12284 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 123,8 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1238 ლარიდან 1114,2 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №--2425116 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 1128681,38 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 10249 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 104,8 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1048 ლარიდან 943,2 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №---2204624 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-------ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 710789 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 44359 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 863,3 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 8633 ლარიდან 7769,7 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №--2425111 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ---ის” კრედიტორ სს „თ---ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 579741 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 5083 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 47,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 474 ლარიდან 426,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №--2425115 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 899703 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 7888 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 73,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 735 ლარიდან 661,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 31 აგვისტოს №---2183549 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 1419 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 289,1 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 2891 ლარიდან 2601,9 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 15 აგვისტოს №--2395908 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 1229707 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 11997 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 301,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 3016 ლარიდან 2714,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 15 აგვისტოს №--2395912 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 478570 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 3273 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 47,8 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 478 ლარიდან 430,2 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 15 აგვისტოს №--2176102 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 8561 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 58 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 3,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ---ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 36 ლარიდან 32,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 27 სექტემბრის №---2421514 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 17123 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 160 ლარი;პირგასამტეხლო თანხით 1,7 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 17 ლარიდან 15,3 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. სს „თ----------ის” დაკმაყოფილებული მოთხოვნა თანხით 13 091 537,13 ლარი, მოვალე შ-------ის” მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში, როგორც უზრუნველყოფილი მოთხოვნა, გათვალისწინებული იქნა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მე-4 რიგის მოთხოვნად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს- --“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სს ,,თ- --ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების პირველი (1.2, 1.3, 1.5, 1.6, 1.7, 1.8. ქვეპუნქტები გასაჩივრებულ ნაწილში) და მეორე პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „თ--ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2012 წლის 7 აგვისტოს №-2171132 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ---ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 740 000 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 108 719 ლარი; პირგასამტეხლო - 21 137 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 211370 ლარიდან 190 233 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 6 აგვისტოს №-2171127 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 68 153 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 20 222 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 2 228,4 ლარი. 2012 წლის 14 სექტემბრის №--2196532 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 1707790 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 354 564 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 68 352,1 ლარი. 2012 წლის 11 სექტემბრის №---2189835 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ---ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 550 000 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 114 867 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 22 041,1 ლარი. 2012 წლის 24 აგვისტოს №---2180594 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 159 000 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 33 455 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 6 477 ლარი. 2012 წლის 20 აპრილის №----2111079 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის” კრედიტორ სს „თ---ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 108 389 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 22 806 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 4 415,4 ლარი. სს „თ-ის” დაკმაყოფილებული მოთხოვნა თანხით 9 954 341 ლარი, მოვალე შ-ის” მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში, როგორც უზრუნველყოფილი მოთხოვნა, გათვალისწინებული იქნას კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მე-4 რიგის მოთხოვნად. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ--მა“ და მოითხოვა მისი ნაწილობრივი გაუქმება, კერძოდ, 6812787,1 ლარის დაკისრების ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს „თ---ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით შ-------ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის გადაცილების მოტივით.
2017 წლის 14 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შ--ის“ წარმომადგენელმა გ---- ფ----ამ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით დასრულებულ საქმეზე წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
წარმოდგენილი განცხადებით სადავოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების მომზადების დრო, რამდენადაც სწორედ აღნიშნულ დროს უკავშირდება მხარის მიერ მისი ჩაბარებისა და შესაბამისად, დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივრის წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა.
განმცხადებელი არ ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინების დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ „2017 წლის 16 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მზად იყო, რის შესახებაც კასატორის წარმომადგენელ გ---- ფ----ას ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით“.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ იგი სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა 2017 წლის 16 ივნისს 10:03 საათზე, რა დროსაც, დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული მხარისთვის გადასაცემად. ამ ფაქტის საპირისპირო უნდა დადასტურდეს უტყუარი მტკიცებულებებით, კერძოდ, ის გარემოება, რომ მხარისათვის გადასაცემად დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებული იყო და მხარემ იგი არ ჩაიბარა, არ დასტურდება.
განმცხადებელი მოთხოვნას აფუძნებს მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილ აქტსა და 2017 წლის 01 აგვისტოს წერილზე, რომელშიც მითითებულია, რომ გადაწყვეტილება მომზადდა 2017 წლის 16 ივნისს. განმცხადებლის მოსაზრებით, ამ ორი დოკუმენტის ერთობლიობაში შეფასებით შესაძლებელია იმგვარი დასკვნის გაკეთება, რომ გადაწყვეტილება 16 ივნისს 10:00 საათზე მზად არ იყო.
განმცხადებელი მოთხოვნას აფუძნებს მოსამართლის თანაშემწის 2017 წლის 01 აგვისტოს წერილზე და შ-ის“ წარმომადგენლის სატელეფონო ამონაბეჭდზე, რომელშიც მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილ აქტისაგან განსხვავებით დგინდება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მზაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების დრო - 2017 წლის 16 ივნისის 14:28 საათი ანუ, დღის მეორე ნახევარი. ამდენად, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო მომზადებული მხარისათვის გადასაცემად მაშინ, როდესაც მხარის წარმომადგენელი გამოცხადდა სასამართლოში 16 ივნისს 10:03 საათზე, არამედ გადაწყვეტილება მომზადდა მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში.
აგრეთვე, განმცხადებელი მიუთითებს იმაზე, რომ მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ხელწერილით ჩაბარებულ ასლს აქვს შტამპი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება კანცელარიაში გადაცემულია 2017 წლის 26 ივნისს. ერთმნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება 16 ივნისს 10:00 საათზე მზად არ იყო.
განმცხადებლის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის (დისპოზიცია: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) სამართლებრივი საფუძვლით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი. ხოლო ის გარემოება, რომ მხარეს უფრო ადრე არ შეეძლო მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის საჭირო დოკუმენტის წარდგენა დასტურდება იმითაც, რომ მხარემ სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინების დასაბუთებიდან შეიტყო მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გარემოება და ისიც, თუ რას დაეფუძნა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება.
აღსანიშნავია ისიც, რომ შ--ის“ წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა 2017 წლის 20 ივლისსა და 28 ივლისს და წარმოდგინა მოსაზრება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინების გადასინჯვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. 2017 წლის 14 აგვისტოს კი, განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახალება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07 სექტემბრის განჩინებით განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და შ--ის“ საკასაციო საჩივარზე უნდა განახლდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, შემდგომ კი, დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
კანონის შემდგომი ნორმებით კი, ამომწურავადაა განმარტებული, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების არსებობის სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით შ-------ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის გადაცილების მოტივით. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლად შ--იმ“ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობა, რაც შედეგობრივად უნდა ასახულიყო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლააზე. ამის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის გასაჩივრების ვადა დაცულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობისა და მაშასადამე, მისი მხრიდან გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დაცულობის დასასაბუთებლად განმცხადებელმა აღნიშნა, რომ იგი სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა 2017 წლის 16 ივნისს 10:03 საათზე, რა დროსაც, დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული მხარისთვის გადასაცემად. ამ გარემოების დასადასტურებლად, საქმეში წარმოდგენილია მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტი და 2017 წლის 01 აგვისტოს წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ გადაწყვეტილება მომზადდა 2017 წლის 16 ივნისს. განმცხადებლის მოსაზრებით, ის გარემოება რომ გადაწყვეტილება მომზადდა 16 ივნისს, იმის დასტურად გამოდგება, რომ სასამართლოში, 10:03 საათზე მისული მხარე (განცხადება გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით დარეგისტრირებულია სასამართლოს კანცელარიაში 10:03 სთ-ზე) გადაწყვეტილებას ვერ ჩაიბარებდა. იმავდროულად, განმცხადებელი მოთხოვნას აფუძნებს მოსამართლის თანაშემწის 2017 წლის 01 აგვისტოს წერილსა და შ--ის“ წარმომადგენლის სატელეფონო ამონაბეჭდზე, რომელშიც მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტისაგან განსხვავებით დგინდება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მზაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების დრო - 2017 წლის 16 ივნისის 14:28 საათი ანუ, დღის მეორე ნახევარი. ამდენად, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო მომზადებული მხარისათვის გადასაცემად მაშინ, როდესაც მხარის წარმომადგენელი გამოცხადდა სასამართლოში 16 ივნისს 10:03 საათზე, არამედ გადაწყვეტილება მომზადდა მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში (იხ., განცხადების საფუძვლები).
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ კასატორის წარმომადგენლები გ-- ფ-ა და ი- გ--ია (ტ.4 ს.ფ. 172). შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მხარეები ვალდებულნი იყვნენ დასაბუთებული გადაწყვეტილების (ასლის) ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიემართათ არაუგვიანეს 2017 წლის 16 ივნისისა. თუმცა, საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს ერთ, მეტად მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლისას; ესაა ფაქტობრივი გარემოება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩასაბარებლად მზაობის შესახებ. ამის საჭიროება კი, განპირობებულია განსახილველი განცხადების მოტივით, სახელდობრ, განმცხადებელი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძვლად სწორედ იმ არგუმენტს მიიჩნევს, რომ მან ვერ ჩაიბარა სააპელაციო სასამართლოს გადაწყეტილება 2017 წლის 16 ივნისს, მართალია მოსამართლის მიერ შედგენილი აქტის მიხედვით გადაწყვეტილება მომზადებული იყო 2017 წლის 16 ივნისს, თუმცა, საყურადღებოა სასამართლოს კანცელარიაში წარდგენილი განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ. ამ ორი ფაქტობრივი გარემოების შეჯერებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრების ვადის ათვის პროცესულაური საკითხის იმგვარად გადაწყვცეტა, რომ მიჩნეული იქნეს გადაწყვეტილება 2017 წლის 16 ივნისისათვის მომზადებულად იმგვარად, რომ იმავე დღით წარდგენილი განცხადების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, რელევანტური არ იქნება.
ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებას (იხ., სუსგ №ას-1161-1106-2014), რომელიც შეეხება გასაჩივრების ვადის ათვლის პროცესუალური საკითხის განმარტებას და რომელშიც დიდმა პალატამ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის. (Liakopoulou v.Greece, 20627/04, $17, 2006, ECHR).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. საქმეში „გიორგი ნიკოლაევიჩ მიხაილოვი რუსეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა.“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, $57, 2010, ECHR).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინება მოამზადა და მხარეს გადასცა კანონით დადგენილი 20-30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რამაც გამოიწვია შ-ის“ მიერ საკასაციო საჩივრის დაგვიანებით შეტანა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 2591 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 21-ე დღიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობის მზაობას დაინტერესებული მხარისათვის ჩასაბარებლად. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების შემთხვევაში, პროცესის მონაწილე მხარის საზიანოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყება ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილებლის მომზადების 20-დღიანი ვადა წარმოადგენს დროის იმ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლო ვალდებულია მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 21 -დან 30-დღის ვადაში გასაჩივრების უფლების მქონე პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. თუკი ამ ვადაში, მხარემ მიმართა სასამართლოს და ვერ შეძლო გადაწყვეტილების ჩაბარება, კანონით დადგენილ 20-დღიან ვადაში მოუმზადებლობის მოტივით, სწორედ სასამართლოა ვალდებული უზრუნველყოს მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოზადების ვადა იმგვარად დაირღვა, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო კანონით დადგენილ ვადაში. შესაბამისად, უმართებულოა, გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისად, 2017 წლის 16 ივლისის მიჩნევა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მსჯელობისას ამ გარემოებების გათვალისწინება შ-------ის“ სასარგებლოდ გავლენას იქონიებდა საკასაციო საჩივრის სამართლებრივ ბედზე და მის განუხილველად დატოვებას არ გამოიწვევდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-------ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინება უნდა გაუქმდეს და განახლდეს საქმის წარმოება საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ--ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე