Facebook Twitter

საქმე №ა-2432-შ-65-2017 17 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – შ. ბ.-ი, რ. ტ.-ე

სააღსრულებო წარწერა, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ვ.-ის კერძო ნოტარიუსი გ. ბ.-ს მიერ გაცემული 2012 წლის 28 აგვისტოს №.. და 2013 წლის 8 მაისის №.. სააღსრულებო წარწერები

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ვ.-ის კერძო ნოტარიუს გ. კ.-ის ასულ ბ.-ს მიერ 2012 წლის 28 აგვისტოს გაცემული №.. სააღსრულებო წარწერის მიხედვით, 1978 წლის 14 სექტემბერს დაბადებულ შ. ვ.-ის ძე ბ.-ს, 1976 წლის 7 მაისს დაბადებულ რ. ვ.-ის ასულ ტ.-ესა და 1987 წლის 2 მარტს დაბადებულ დ. ვ.-ის ძე ა.-ს ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის,“ (ადგილმდებარეობა: ქ.მ.-ი, ჟ.-ის ქ. №..) ფილიალის ღია სააქციო საზოგაოდება „ბ.-ი – ვ.-ის საოლქო სამმართველოს (ადგილმდებარეობა: ქ.ვ.-ი, დ.-ის ქ. №.., უნპ ..., ანგარიში №..., ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ ფილიალი – ვ.-ის საოლქო სამმართველო, მფო ...,) სასარგებლოდ 2009 წლის 16 ნოემბრის №... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2009 წლის 16 ნოემბრიდან 2012 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი ვალის – 1720122 ბელარუსის რუბლის გადახდა, ასევე დაეკისრათ პროცენტის – 1314140 ბელარუსის რუბლის, პირგასამტეხლოს 3798330 ბელარუსის რუბლის და სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის სახით – 341630 ბელარუსის რუბლის, სანოტარო ტარიფის სახით – 80000 ბელარუსის რუბლის, სულ 7254222 ბელარუსის რუბლის გადახდა.

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ვ.-ის კერძო ნოტარიუს გ. კ.-ის ასულ ბ.-ს მიერ 2013 წლის 8 მაისს გაცემული №.. სააღსრულებო წარწერის მიხედვით, 1978 წლის 14 სექტემბერს დაბადებულ შ. ვ.-ის ძე ბ.-ს, 1976 წლის 7 მაისს დაბადებულ რ. ვ.-ის ასულ ტ.-ესა და 1987 წლის 2 მარტს დაბადებულ დ. ვ.-ის ძე ა.-ს ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ (ადგილმდებარეობა: ქ.მ.-ი, ჟ.-ის ქ. №..) ფილიალის – ღია სააქციო საზოგაოდება „ბ.-ი – ვ.-ის საოლქო სამმართველოს (ადგილმდებარეობა: ქ.ვ.-ი, დ.-ის ქ. №.., უნპ ..., ანგარიში №..., ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ ფილიალი – ვ.-ის საოლქო სამმართველოს, კოდი ...) სასარგებლოდ 2009 წლის 16 ნოემბრის №... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2012 წლის 29 აგვისტოდან 2012 წლის 17 აპრილის ჩათვლით, სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი ვალის – 1579128 ბელარუსის რუბლის გადახდა, ასევე დაეკისრათ პროცენტის – 1405370 ბელარუსის რუბლის და სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის სახით – 149225 ბელარუსის რუბლის, სანოტარო ტარიფის სახით – 80000 ბელარუსის რუბლის, სულ 3213723 ბელარუსის რუბლის გადახდა.

ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა კერძო ნოტარიუს გ. ბ.-ს მიერ გაცემული 2012 წლის 28 აგვისტოს №.. და 2013 წლის 8 მაისის №.. სააღსრულებო წარწერების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულება საქართველოს მოქალაქეების – შ. ვ.-ის ძე ბ.-ისა და რ. ვ.-ის ასულ ტ.-ის ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული სააღსრულებო წარწერები ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ შუამდგომლობა კერძო ნოტარიუს გ. ბ.-ს მიერ გაცემული 2012 წლის 28 აგვისტოს №.. და 2013 წლის 8 მაისის №.. სააღსრულებო წარწერების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად და მოწინააღმდეგე მხარეებს განემარტათ, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვთ თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მათ შეუძლიათ მოითხოვონ საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინების, ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ შუამდგომლობისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები შ. ბ.-სა და რ. ტ.-ეს ორჯერ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე მაგრამ ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე კურიერს არავინ დახვდა.

საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა შ. ბ.-ისათვის და რ. ტ.-ისათვის ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩაბარება, მაგრამ ვერ მოხერხდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეებს თავიანთი მოსაზრება არ წარმოუდგენიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ შუამდგომლობა კერძო ნოტარიუს გ. ბ.-ს მიერ გაცემული 2012 წლის 28 აგვისტოს №.. და 2013 წლის 8 მაისის №.. სააღსრულებო წარწერების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს მოქალაქეების – შ. ვ.-ის ძე ბ.-ისა და რ. ვ.-ის ასულ ტ.-ის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ვ.-ის კერძო ნოტარიუს გ. კ.-ის ასულ ბ.-ს მიერ 2012 წლის 28 აგვისტოს გაცემული №.. სააღსრულებო წარწერის მიხედვით, 1978 წლის 14 სექტემბერს დაბადებულ შ. ვ.-ის ძე ბ.-ს, 1976 წლის 7 მაისს დაბადებულ რ. ვ.-ის ასულ ტ.-ესა და 1987 წლის 2 მარტს დაბადებულ დ. ვ.-ის ძე ა.-ს ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის,“ (ადგილმდებარეობა: ქ.მ.-ი, ჟ.-ის ქ. №..) ფილიალის ღია სააქციო საზოგაოდება „ბ.-ი – ვ.-ის საოლქო სამმართველოს (ადგილმდებარეობა: ქ.ვ.-ი, დ.-ის ქ. №31, უნპ ..., ანგარიში №..., ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ ფილიალი – ვ.-ის საოლქო სამმართველო, მფო ...,) სასარგებლოდ 2009 წლის 16 ნოემბრის №... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2009 წლის 16 ნოემბრიდან 2012 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი ვალის – 1720122 ბელარუსის რუბლის გადახდა, ასევე დაეკისრათ პროცენტის – 1314140 ბელარუსის რუბლის, პირგასამტეხლოს 3798330 ბელარუსის რუბლის და სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის სახით – 341630 ბელარუსის რუბლის, სანოტარო ტარიფის სახით – 80000 ბელარუსის რუბლის, სულ 7254222 ბელარუსის რუბლის გადახდა.

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ვ.-ის კერძო ნოტარიუს გ. კ.-ის ასულ ბ.-ს მიერ 2013 წლის 8 მაისს გაცემული №.. სააღსრულებო წარწერის მიხედვით, 1978 წლის 14 სექტემბერს დაბადებულ შ. ვ.-ის ძე ბ.-ს, 1976 წლის 7 მაისს დაბადებულ რ. ვ.-ის ასულ ტ.-ესა და 1987 წლის 2 მარტს დაბადებულ დ. ვ.-ის ძე ა.-ს ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ (ადგილმდებარეობა: ქ.მ.-ი, ჟ.-ის ქ. №..) ფილიალის – ღია სააქციო საზოგაოდება „ბ.-ი – ვ.-ის საოლქო სამმართველოს (ადგილმდებარეობა: ქ.ვ.-ი, დ.-ის ქ. №31, უნპ ..., ანგარიში №..., ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ ფილიალი – ვ.-ის საოლქო სამმართველოს, კოდი ...) სასარგებლოდ 2009 წლის 16 ნოემბრის №... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2012 წლის 29 აგვისტოდან 2012 წლის 17 აპრილის ჩათვლით, სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი ვალის – 1579128 ბელარუსის რუბლის გადახდა, ასევე დაეკისრათ პროცენტის – 1405370 ბელარუსის რუბლის და სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის სახით – 149225 ბელარუსის რუბლის, სანოტარო ტარიფის სახით – 80000 ბელარუსის რუბლის, სულ 3213723 ბელარუსის რუბლის გადახდა.

ღია სააქციო საზოგადოება „ბელაგროპრომ ბანკის“ ფილიალმა ღია სააქციო საზოგაოდება „ბ.-ი – ვ.-ის საოლქო სამმართველომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა კერძო ნოტარიუს გ. ბ.-ს მიერ გაცემული 2012 წლის 28 აგვისტოს №.. და 2013 წლის 8 მაისის №.. სააღსრულებო წარწერების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულება საქართველოს მოქალაქეების – შ. ვ.-ის ძე ბ.-ისა და რ. ვ.-ის ასულ ტ.-ის ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული სააღსრულებო წარწერები ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეებს თავიანთი მოსაზრება არ წარმოუდგენიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ უზენაესი სასამართლოსათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ვ.-ის კერძო ნოტარიუს გ. ბ.-ს მიერ გაცემული 2012 წლის 28 აგვისტოს №.. და 2013 წლის 8 მაისის №.. სააღსრულებო წარწერები ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ვ.-ის კერძო ნატარიუსის – გ. ბ.-ს მიერ გაცემული 2012 წლის 28 აგვისტოს №.. და 2013 წლის 8 მაისის №.. სააღსრულებო წარწერების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად: ა) ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ვ.-ის კერძო ნოტარიუს გ. კ.-ის ასულ ბ.-ს მიერ გაცემული 2012 წლის 28 აგვისტოს №.. სააღსრულებო წარწერა, რომლის თანახმად 1978 წლის 14 სექტემბერს დაბადებულ შ. ვ.-ის ძე ბ.-ს, 1976 წლის 7 მაისს დაბადებულ რ. ვ.-ის ასულ ტ.-ეს სააქციო საზოგადოება „ბ.-ის,“ (ადგილმდებარეობა: ქ.მ.-ი, ჟ.-ის ქ. №..) ფილიალის ღია სააქციო საზოგაოდება „ბ.-ი – ვ.-ის საოლქო სამმართველოს (ადგილმდებარეობა: ქ.ვ.-ი, დ.-ის ქ. №.., უნპ ..., ანგარიში №..., ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ ფილიალი – ვ.-ის საოლქო სამმართველო, მფო ...,) სასარგებლოდ 2009 წლის 16 ნოემბრის №... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2009 წლის 16 ნოემბრიდან 2012 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი ვალის – 1720122 ბელარუსის რუბლის გადახდა, ასევე დაეკისრათ პროცენტის – 1314140 ბელარუსის რუბლის, პირგასამტეხლოს 3798330 ბელარუსის რუბლის და სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის სახით – 341630 ბელარუსის რუბლის, სანოტარო ტარიფის სახით – 80000 ბელარუსის რუბლის, სულ 7254222 ბელარუსის რუბლის გადახდა;

ბ) ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ვ.-ის კერძო ნოტარიუს გ. კ.-ის ასულ ბ.-ს მიერ 2013 წლის 8 მაისს გაცემული №.. სააღსრულებო წარწერა, რომლის თანახმად 1978 წლის 14 სექტემბერს დაბადებულ შ. ვ.-ის ძე ბ.-ს, 1976 წლის 7 მაისს დაბადებულ რ. ვ.-ის ასულ ტ.-ეს ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ (ადგილმდებარეობა: ქ.მ.-ი, ჟ.-ის ქ. №..) ფილიალის – ღია სააქციო საზოგაოდება „ბ.-ი – ვ.-ის საოლქო სამმართველოს (ადგილმდებარეობა: ქ. ვ.-ი, დ.-ის ქ. №.., უნპ ..., ანგარიში № ..., ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ის“ ფილიალი – ვ.-ის საოლქო სამმართველოს, კოდი ...) სასარგებლოდ 2009 წლის 16 ნოემბრის № ... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2012 წლის 29 აგვისტოდან 2012 წლის 17 აპრილის ჩათვლით, სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი ვალის – 1579128 ბელარუსის რუბლის გადახდა, ასევე დაეკისრათ პროცენტის – 1405370 ბელარუსის რუბლის და სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის სახით – 149225 ბელარუსის რუბლის, სანოტარო ტარიფის სახით – 80000 ბელარუსის რუბლის, სულ 3213723 ბელარუსის რუბლის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე