Facebook Twitter

საქმე №ა-2548-შ-71-2017 17 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ. ჩ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – უ. ჩ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მესამე საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მესამე საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურის მიერ 2014 წლის 16 აპრილს შ. ჩ.-სა და უ. ჩ.-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი ...) შეწყდა.

შ. ჩ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მესამე საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 26 მაისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ შ. ჩ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით შ. ჩ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მესამე საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შ. ჩ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მესამე საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მესამე საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურის მიერ 2014 წლის 16 აპრილს შ. ჩ.-სა და უ. ჩ.-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი 01200830100) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 26 მაისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ შ. ჩ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მესამე საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ჩ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მესამე საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მესამე საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურის მიერ 2014 წლის 16 აპრილს შ. ჩ.-სა და უ. ჩ.-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი ...) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე