Facebook Twitter

საქმე №ა-3545-შ-94-2017 5 დეკემბერი, 2017 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. ტ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჯ. ქ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ალანიის საერთო იურისდიქციის სასამართლოს #1 (საოჯახო სასამართლო) 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის ალანიის საერთო იურისდიქციის სასამართლოს #1 (საოჯახო სასამართლო) 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ი. ტ-სა და მ. ჯ. ქ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ი. ტ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ალანიის საერთო იურისდიქციის სასამართლოს #1 (საოჯახო სასამართლო) 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 7 თებერვალს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ ი. ტ-ა საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთმითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, მ. ჯ. ქ-ს ორჯერ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – თურქეთის რესპუბლიკა, სოფელი ქ-ა, ფოსტის კურიერის განმარტებით, სახლში არავინ იყო, კურიერი, ორივე გზავნილის შემთხვევაში, ხელმეორედ მივიდა დასახელებულ მისამართზე, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, მ. ჯ. ქ-ს ეცნობა ამავე პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინების თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით, რომელიც განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე.

მოწინააღმდეგე მხარე მ. ჯ. ქ-ს კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ალანიის საერთო იურისდიქციის სასამართლოს #1 (საოჯახო სასამართლო) 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ი. ტ-სა და მ. ჯ. ქ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 7 თებერვალს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ ი. ტ-ა საქართველოს მოქალაქეა. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ალანიის საერთო იურისდიქციის სასამართლოს #1 (საოჯახო სასამართლო) 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ტ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ალანიის საერთო იურისდიქციის სასამართლოს #1 (საოჯახო სასამართლო) 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მეუღლეთა - ი. ტ-სა და მ. ჯ. ქ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : მზია თოდუა

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი