Facebook Twitter

№ას-1212-1132-2017 13 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით

I საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. მ–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - მ. კ-ე

II საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ზ-ი“ (მოპასუხე)

დირექტორი - მ. შ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. მ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ზ-ის“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 108 000 (ასრვა ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა, სანებართვო და ადმინისტრაციული ხარჯის 1630 (ათასექვსასოცდაათი) ლარის, სამშენებლო სამუშაოების გაუვარგისებით გამოწვეული ზიანის - 28 097 (ოცდარვაათას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის, შეჭრილი ფართობის ნაგებობით სარგებლობის საზღაურის - 3 168 (სამიათას ასსამოცდარვა) ლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მ. მ–ის საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შპს „ზ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. 2017 წლის 27 ოქტომბერს კასატორებმა ერთობლივი განცხადებით მომართეს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული 2017 წლის 26 ოქტომბრის მორიგების აქტი, მ. მ–ის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვეს აღნიშნული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა. მხარეებმა ასევე იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინებით (საქმე #440941-14) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

9. 2017 წლის 26 ოქტომბრის შეთანხმება მორიგების შესახებ დადებულია შემდეგ მხარეებს შორის:

1. მ. მ–ი (პ/ნ: ---);

2. შპს „ზ–ი“ (ს/კ: ---) მისი დირექტორის, მ. შ-ის (პ/ნ: ---) სახით.

ზემოაღნიშნული შეთანხმებით:

1. მხარეები აღიარებენ და ადასტურებენ, რომ:

1.1. შპს „ზ–ი“ (ს/კ: ---) ზიანის ანაზღაურების სახით მ. მ-ს (პ/ნ: ---), საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, გადასცემს ფულად თანხას 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, მორიგების აქტზე სანოტარო წესით ხელმოწერის დადასტურებისთანავე – იმავე დღეს.

2. მხარეები თანხმდებიან, რომ:

2.1. შპს „ზ–ის“ მიერ მ. მ–ის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისა და მორიგების აქტზე სანოტარო წესით ხელმოწერების დადასტურების შემდგომ, იმავე დღეს ორივე მხარე ვალდებულია უზენაეს სასამართლოში წარადგინოს ერთობლივი განცხადება: მორიგების აქტის დამტკიცების, შპს „ზ–ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი ---, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის №440941–14 განჩინებით დადებული ყადაღის მოხსნის და ზეპირი განხილვით სასამართლო სხდომის ჩანიშვნის თაობაზე. მხარეთა მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ ერთობლივ განცხადებას დაერთოს მორიგების აქტის პირველი პუნქტის პირობის შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება – საბანკო ქვითარი.

2.2. შეწყდეს სასამართლო დავა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმეზე ას–1212–1132–2017, (კასატორების: მ. მ–ის და შპს „ზ–ის “ საკასაციო საჩივრების გამო).

2.3. შპს „ზ–ი“ იღებს ვალდებულებას წარადგინოს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში აპელანტ შპს „ზ–ის“ სააპელაციო საჩივრის გამო, №3ბ/1983–16 საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით;

2.4. შპს „ზ–ი“ იღებს ვალდებულებას წარადგინოს განცხადება თბილისის მერიაში არსებულ შპს „ზ–ის“ მიერ 2016 წლის 5 მაისის №--- წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის გამო – 2015 წლის 22 ივლისის №--- ბრძანების (ქ. თბილისში, მასივი ---, კვარტალი ---, ქუჩა კ-ი, კორპუსი 5-ის მიმდებარედ ს.კ. --- მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების) ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყვეტასთან დაკავშირებით;

2.5. შეწყდეს წარმოება მხარეებს შორის 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით სხვა ადმინისტრაციულ თუ სახელმწიფო ორგანოებში წარდგენილ საჩივრებზე შპს „ზ–ის“ განცხადების წარდგენის საფუძველზე;

2.6. შპს „ზ–ი“ იღებს ვალდებულებას წარადგინოს განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მიმდინარე სისხლისსამართლის საქმეზე №--- და ასევე სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების წინაშე, რათა გამოძიებასთან დაკავშირებით, შპს „ზ–ს“ არ ექნება პრეტენზია მ. მ–ის საკუთრების (საკადასტრო კოდი ---) მიმართ.

2.7. მხარეებს შორის იქნება კეთილმეზობლური ურთიერთობა, რაც მათ ავალდებულებს, რომ მათი საქმიანობის განხორციელებაში ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, არ დააბრკოლონ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელება, თუ ეს არ უქმნის რეალურ საფრთხეს მომიჯნავე კერძო საკუთრებას. არ ექნება ადგილი შპს „ზ–ის“ მხრიდან მ. მ–ის საკურებაში უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ---) მიმართ უკანა ფასადის შელესვის და სხვა აუცილებელი სამუშაოების ხელშეშლას. ამასთან, მხარეებს არ ექნებათ ერთმანეთის უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდი ---, საკადასტრო კოდი ---) მიმართ არანაირი პრეტენზიები;

2.8. მორიგების აქტის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „ზ–ი“ მ. მ–ს გადაუხდის სანქციის სახით ჯარიმას – 130 000 (ას ოცდაათი ათასი) აშშ დოლარს, რაზეც მ. მ–ი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დაუყონებლივ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით;

2.9. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

2.10. შპს „ზ–ის“ მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მ. მ–ის მიერ განხორციელდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება მორიგების აქტის მე–9 (წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტის 2.8) პუნქტში მითითებული პირობის სრული დაცვით.

3. მხარეები ადასტურებენ, მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენისას მხარეებმა დააზუსტეს მათ მიერ წარდგენილი მორიგების აქტის მე-4, მე-5, მე-7 პუნქტები (წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტის 2.3., 2.4., 2.6 პუნქტები) და შეთანხმდნენ, რომ შპს „ზ–ი“ იღებს ვალდებულებას სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში: აპელანტ შპს „ზ–ის“ სააპელაციო საჩივრის გამო საქმეზე №3ბ/1983–16 საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით; შპს „ზ–ი“ იღებს ვალდებულებას ამავე ვადაში წარადგინოს განცხადება თბილისის მერიაში არსებული, შპს „ზ–ის“ მიერ 2016 წლის 5 მაისის №--- წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის გამო – 2015 წლის 22 ივლისის №--- ბრძანების (ქ. თბილისში, მასივი --, კვარტალი --, ქუჩა კ-ი, კორპუსი 5-ის მიმდებარედ ს.კ. --- მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების) ბათილად ცნობის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით; შპს „ზ–ი“ იღებს ვალდებულებას სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე №--- და ასევე სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების წინაშე, რათა გამოძიებასთან დაკავშირებით, შპს „ზ–ს“ არ ექნება პრეტენზია მ. მ–ის საკუთრების მიმართ (საკადასტრო კოდი ---).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, მათ მიერ დაზუსტებული პირობების შესაბამისად, უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

14. რაც შეეხება კასატორების შუამდგომლობას მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

15. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინებით განმცხადებლის, მ. მ–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო შპს „ზ–ის“ (ს/კ: ---) სახელზე რიცხულ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, მასივი ---, კვარტალი ---, კორპუსი 5-ის მიმდებარედ (ნაკვეთი --), საკადასტრო კოდი ---, თანამესაკუთრე შპს „ზ–ის“ საკუთრებაში არსებულ 2491 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა #1-ს და #2-ს საერთო ფართით 104.4 კვ.მ, შენობა-ნაგებობა #4-დან ფართით 205.00 კვ.მ., #3, #5-დან ფართი 14.32 კვ.მ და 381 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა #6-ს ფართით 85,4 კვ.მ.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წინამდებარე განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და შეწყდა საქმის წარმოება.

18. ამდენად, წარმოდგენილ დავაზე წარმოება დასრულებულია და, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლების მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საჭიროა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის აღსრულებამდე.

19. ზემოაღნიშნულ მსჯელობას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

20. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ზ–ის“ (ს/კ: ---) სახელზე რიცხულ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, მასივი ---, კვარტალი ---, კორპუსი 5-ის მიმდებარედ (ნაკვეთი ---), საკადასტრო კოდი ---, თანამესაკუთრე შპს „ზ–ის“ საკუთრებაში არსებულ 2491 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა #1-ს და #2-ს საერთო ფართით 104.4 კვ.მ, შენობა-ნაგებობა #4-დან ფართით 205.00 კვ.მ., #3, #5-დან ფართი 14.32 კვ.მ და 381 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა #6-ს ფართით 85,4 კვ.მ - მოეხსნას ყადაღა.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, ამიტომ კასატორ მ. მ–ს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე, 1991-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დაკმაყოფილდეს კასატორების მ. მ–ისა და შპს „ზ–ის“ შუამდგომლობა და დამტკიცდეს, ერთის მხრივ, მ. მ–სა (პ/ნ: ---) და, მეორეს მხრივ, შპს „ზ–ს“ (ს/კ: ---) შორის 2017 წლის 26 ოქტომბერს დადებული შეთანხმება (მორიგების აქტი) შემდეგი პირობებით:

ა) შპს „ზ–ი“ (ს/კ: ---) ზიანის ანაზღაურების სახით მ. მ–ს (პ/ნ: ---), საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, გადასცემს ფულად თანხას 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, მორიგების აქტზე სანოტარო წესით ხელმოწერის დადასტურებისთანავე – იმავე დღეს;

ბ) შეწყდეს სასამართლო დავა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმეზე ას–1212–1132–2017, კასატორების: მ. მ–ისა და შპს „ზ–ის“ საკასაციო საჩივრების გამო;

გ) შპს „ზ–ი“ იღებს ვალდებულებას სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში: აპელანტ შპს „ზ–ის“ სააპელაციო საჩივრის გამო საქმეზე №3ბ/1983–16, საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით; შპს „ზ–ი“ იღებს ვალდებულებას ამავე ვადაში წარადგინოს განცხადება თბილისის მერიაში არსებული, შპს „ზ–ის“ მიერ 2016 წლის 5 მაისის №--- წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის გამო – 2015 წლის 22 ივლისის №--- ბრძანების (ქ. თბილისში, მასივი ---, კვარტალი ---, ქუჩა კ-ი, კორპუსი 5-ის მიმდებარედ ს.კ. --- მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების) ბათილად ცნობის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით;

დ) შპს „ზ–ი“ იღებს ვალდებულებას სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე №--- და ასევე სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების წინაშე, რათა გამოძიებასთან დაკავშირებით, შპს „ზ–ს“ არ ექნება პრეტენზია მ. მ-ის საკუთრების მიმართ საკადასტრო კოდი ---;

ე) შეწყდეს მხარეებს შორის 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით სხვა ადმინისტრაციულ თუ სახელმწიფო ორგანოებში წარდგენილ საჩივრებზე წარმოება, შპს „ზ–ის“ განცხადების წარდგენის საფუძველზე;

ვ) მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ შემდგომში მათ შორის იქნება კეთილმეზობლური ურთიერთობა, რაც მათ ავალდებულებს, რომ მათი საქმიანობის განხორციელებაში ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, არ დააბრკოლონ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელება, თუ ეს არ უქმნის რეალურ საფრთხეს მომიჯნავე კერძო საკუთრებას. არ ექნება ადგილი შპს „ზ–ის“ მხრიდან მ. მ–ის საკურებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ---) მიმართ უკანა ფასადის შელესვის და სხვა აუცილებელი სამუშაოების ხელშეშლას. ამასთან, მხარეებს არ ექნებათ ერთმანეთის უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდი ---, საკადასტრო კოდი ---) მიმართ არანაირი პრეტენზიები;

ზ) მორიგების აქტის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „ზ-ი“ მ. მ–ს გადაუხდის სანქციის სახით ჯარიმას – 130 000 (ას ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, რაზეც მ. მ–ი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დაუყოვნებლივ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით;

თ) მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

ი) მხარეებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

კ) შპს „ზ–ის“ მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მ. მ–ის მიერ განხორციელდება მორიგების აქტის იძულებითი აღსრულება წინამდებარე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობის სრული დაცვით.

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შპს „ზ–ის“ (ს/კ: ---) სახელზე რიცხულ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, მასივი ---, კვარტალი ---, კორპუსი 5-ის მიმდებარედ (ნაკვეთი ---), საკადასტრო კოდი ---, თანამესაკუთრე შპს „ზ–ის“ საკუთრებაში არსებულ 2491 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა #1-ს და #2-ს საერთო ფართით 104.4 კვ.მ, შენობა-ნაგებობა #4-დან ფართით 205.00 კვ.მ., #3, #5-დან ფართი 14.32 კვ.მ და 381 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა #6-ს ფართით 85,4 კვ.მ - მოეხსნას ყადაღა;

4.განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. კასატორ მ. მ–ს (პ/ნ: ---) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე