Facebook Twitter

საქმე №ას-501-469-2017 23 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ე., ა. და ე. მ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპე.ციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხე.ხლა განსახილვე.დ დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გ. ნ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე., ა. და ე. მ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპე.ნტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მფლობელები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ,თბილისში, დ.ა-ის გამზირის #111-ში, მე-5 კორპუსის #2 ბინის გამოთხოვის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო) სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ #01.13.08.005.005.07.0...). ამავე სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე. მ-ის საჩივარი, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპე.ნტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა და მოითხოვეს მათი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპე.ციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილვე.დ.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო პალატამ 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით აპელანტებს დაავალა სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, აპელანტებმა სასამართლოში წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე, სააპელაციო საჩივარი, თუმცა, პალატამ ხარვეზი მხოლოდ ნაწილობრივ გამოსწორებულად მიიჩნია და არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რითაც კერძო საჩივრის ავტორების მიმართ დაირღვა კანონით გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე., ა. და ე. მ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლე.დ დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის კანონიერება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებების არარსებობის გამო, 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით არ გაიზიარა აპელანტთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ამასთანავე, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, დაადგინა ხარვეზი და მის ავტორებს დაავალა:

ა) სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდა;

ბ) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა მხარეთა პრეტენზიები.

1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით აპელანტებს განესაზღვრათ საპროცესო მოქმედებათა შესრულების ვადა ათი დღით და განემარტათ ვალდებულების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები.

1.2.3. 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტთა შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და ხარვეზის გამოსწორების მიზნით მხარეებს დამატებით მიეცათ 10 (ათი) დღე. განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე (1) მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა აპელანტთა ოჯახის ქმედუნარიან წევრს 2017 წლის 21 თებერვალს.

1.2.4. 2017 წლის 2 მარტს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს, წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და იშუამდგომლეს დადგენილი ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის თაობაზე, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტებს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის არასწორად თქმისა და მათ მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ საპროცესო მოვალეობების შეუსრულებლობა, არსებული საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, იმ მხარის მიმართ იწვევს ნეგატიურ შედეგებს, რომელსაც ეკისრებოდა შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ფორმალური თვალსაზრისით და ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს მის კანონთან შეუსაბამობის თაობაზე (სსსკ-ის 368-ე მუხლი), ამდენად, კერძო საჩივრის ავტორთა პოზიცია, რომ მათ წარადგინეს შეძლებისდაგვარად დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, უსაფუძვლოა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით აღიარებული შეჯიბრებითობის პრინციპის კერძო გამოხატულებას წარმოადგენს ასევე ის, რომ სასამართლო სამოქალაქო საქმის განხილვისას ხელმღვანელობს მხოლოდ მხარის შედავებით და ამ შედავების საფუძვლიანობის კვლევით ადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობას. სასამართლოს როლი საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევის საკითხის შემოწმებისას, შეზღუდულია მხოლოდ მხარის მითითებით და თუნდაც დაადგინოს ამა თუ იმ დარღვევის არსებობა, არ შეუძლია საკუთარი ინიციატივით მოძიებული გადაცდომა დაუდოს საფუძვლად გადაწყვეტილების გაუქმებას. იმ პირობებში, როდესაც მხარე რეალურად არ გამოთქვამს პრეტენზიას გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან სამართლებრივი უსწორობის თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლო არ იქნებოდა უფლებამოსილი განეხილა საქმე.

1.4. უაღრესად მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება, გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხდება მსგავს თხოვნას არ შეიცავდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატა საკუთარი ინიციატივით ვერ იმსჯელებდა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების საკითხზე, ამ ვითარებაში კი, მან სწორად იხელმძღვანელა ამავე ნორმის მე-5 ნაწილით და რადგანაც სრულყოფილად არ იყო გამოსწორებული დადგენილი ხარვეზი, მართებულად განაცხადა უარი სააპე.ციო სამართალწარმოების განხორციელებაზე.

1.5. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (1) მუხლით, ისე _ „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონისმიერ მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატა მიიჩნევს, რომ მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

1.6. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩნების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად მფლობელთა სააპელაციო საჩივარი. ამ განჩინების წინააღმდეგ კი, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.

1.7. სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილი თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ ა. მ-ის მიერ 02.03.2017წ. #12571844 საგადახდო დავალებით სააპელაციო საჩივრის გამო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 160 ლარი.

1.8. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს: სააღსრულებო ფურცლის, ადმინისტრაციულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლს, პალატა მიიჩნევს, რომ მათ შემხებლობა არ აქვთ კერძო საჩივრის ფარგლებში სადავო გარემოებებთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე კი, სასამართლო უარს აცხადებს მათ მიღებაზე და უბრუნებს განმცხადებელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 374-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე., ა. და ე. მ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. ე. მ-ს, ა. მ-სა და ე. მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ა. მ-ის მიერ 02.03.2017წ. #12571844 საგადახდო დავალებით სააპელაციო საჩივრის გამო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 160 ლარი.

4. გ. ნ-ს დაუბრუნდეს 31.05.2017წ. #ა2245-17 განცხადებაზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერების, სააღსრულებო ფურცლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის #ას-1108-1057-2014 განჩინების ასლები 7 (შვიდი) ფურცლად.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე