Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-919-859-2017 29 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ნ. ც-ი, გ. ც-ი, ლ. ც-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ავტომანქანის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (შემდეგში: სადავო ავტომანქანა) „მერსედეს-ბენც CLK 320“, სახელმწიფო ნომერი T-, ტექ. პასპორტი A-, გამოშვების წელი 2003, ვინ.კოდი W-, ფერი ლურჯი 7/8, რეგისტრაციის თარიღი 08.02.2014 წ. რეგისტრირებულია მ. ც-ის (შემდეგში: გარდაცვლილი, მოპასუხის მეუღლე ან მამკვიდრებელი) სახელზე (იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14 აგვისტოს ცნობა, ტ. 1, ს/ფ 44).

2. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2015 წლის 31 იანვარს (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ტ. 1, ს/ფ 21).

3. 2015 წლის 17 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობების №150881210; №150884693; №150884276 მიხედვით გარდაცვლილის სახელზე რეგისტრირებული სადავო ავტომანქანა თანაბარწილად მიიღეს პირველი რიგის მემკვიდრეებმა - ნ. ც-მა (შემდეგში: მამკვიდრებლის დედა, პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი), ლ. ც-მა (შემდეგში: მამკვიდრებლის მამა, მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი), თ. ც-მა (შემდეგში: მამკვიდრებლის შვილი, მესამე მოსარჩელე ან მესამე აპელანტი) და გ. ც-მა (შემდეგში: მამკვიდრებლის შვილი, მეოთხე მოსარჩელე, მეოთხე აპელანტი ან მესამე კასატორი; იხ. ტ. 1, ს/ფ 22-31).

4. თ. გ-ე (შემდეგში: მოპასუხე ან მამკვიდრებლის მეუღლე) და მამკვიდრებელი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

5. მოწმე მ. ც-ის (შემდეგში: მამკვიდრებლის ძმა) განმარტებით, დაახლოებით 2014 წლის თებერვლის თვეში ტელეფონით ელაპარაკა თავის ძმას, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდა ეყიდა ავტომანქანა. მოწმემ დაადასტურა, რომ რამდენჯერმე ნახა, რომ მამკვიდრებელი ფლობდა სადავო ავტომანქანას, თუმცა, მას მართვის უფლება არ ჰქონდა. მამკვიდრებელს დაეძაბა მეუღლესთან ურთიერთობა იმ თანხის გამო, რომელიც მათ ერთად ჰქონდათ ჩადებული რაღაც საქმეში („ბიზნესში“) . მოპასუხის მოთხოვნით, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე სანოტარო ბიუროსთან იგი შეხვდა აწ გარდაცვლილ მეუღლეს, რა დროსაც შესთავაზა, რომ თანხის რაღაც ნაწილს მისცემდა; მოპასუხის მეუღლეს ასევე, შეეძლო, წაეყვანა სადავო ავტომანქანა, რომელიც ს. ბ–ს (შემდეგში: მოპასუხის შვილი) მაინც აღარ უნდოდა. შეთანხმება ვერ შედგა.

6. მოწმე ა. კ-ის განმარტებით, სადავო ავტომანქანა მოპასუხემ აჩუქა თავის შვილს, რომელიც ფლობდა კიდეც მას. მოპასუხის მეუღლის მფლობელობაში სადავო ავტომანქანა მოწმეს არ უნახავს.

7. მოპასუხის შვილის განმარტებით, სადავო ავტომანქანა მისი საკუთრებაა, დაახლოებით 2014 წლის 6 თებერვალს, როდესაც პარიზიდან დაბრუნდა, ავტომანქანა საჩუქრად დაახვედრა დედამ აეროპორტში, რაზედაც არსებობს ვიდეოკადრები, მანქანა იყო განუბაჟებელი, ლექციების გამო დრო არ ჰქონდა მანქანის გასაფორმებლად წასულიყო და ავტომანქანა დარეგისტრირდა მოპასუხის მეუღლის სახელზე. მითითებული პერიოდიდან დღემდე ავტომანქანა მის მფლობელობაშია და მას ეკუთვნის.

8. მოწმე ბ. ბ-ის (შემდეგში: მოპასუხის მეორე შვილი) განმარტებით, მისმა ნათლიამ - გ. ჯ-ამ იპოვა ქართულ საიტზე ავტომანქანა, რომელსაც ეძებდნენ მისი დისთვის. ავტომანქანა ნახეს და შეამოწმეს „თეგეტა მოტორსში“, თანხა თავად გადასცა ავტომანქანის გამყიდველს, მოპასუხის შვილი იმ პერიოდში არ იმყოფებოდა საქართველოში, როდესაც დაბრუნდა, მას ავტომანქანა აეროპორტში დაახვედრეს, რისი ამსახველი ვიდეოც მოწმემ გადაიღო. ავტომანქანის შესაძენი თანხა მისცა დედამ, სადავო ავტომანქანა მოპასუხის შვილს ეკუთვნის და დღემდე ფლობს მას.

9. მოწმე ი. ი-ის განმარტებით, სანზონაში მე-8 საავადმყოფოს ასახვევთან იმყოფებოდა, როდესაც მოპასუხემ მანქანა გაუჩერა, საჭესთან იჯდა მოპასუხის მეუღლე, მოპასუხემ უთხრა, რომ მისი შვილი ჩამოდიოდა იმ დღეს და მანქანა უნდა დაეხვედრებინათ. მოპასუხის მეუღლემ თქვა, ვიცოდი მოპასუხის შვილს როგორი მანქანა უნდოდა, მე შევარჩევინე და მოპასუხეს ვაყიდინეო. მოწმის მითითებით სადავო ავტომანქანას მოპასუხის შვილი ფლობდა.

10. მოწმე გ. ჯ-ას განმარტებით, მოპასუხესთან ოჯახში იმყოფებოდა, სამზარეულოში იყვნენ მოპასუხის მეუღლე და მოპასუხის მეორე შვილი, მოპასუხემ თქვა, რომ ჰქონდა ავტომანქანის შესაძენი თანხა, მოპასუხის შვილი იყო საზღვარგარეთ და სურდათ მისთვის ავტომანქანის შეძენა და საჩუქრად დახვედრება. სადავო ავტომანქანა მოიძია ქართულ საიტზე, შეხვდნენ გამყიდველს და შეამოწმეს. ასევე, მან ნახა ვიდეო კადრები, თუ როგორ დაახვედრეს საჩუქრად ავტომანქანა მოპასუხის შვილს, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, მას შემდეგ ეს უკანასკნელი ფლობდა ავტომანქანას.

11. მოწმე მ. გ-ის განმარტებით, მოპასუხესთან ბინაში შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც ამ უკანასკნელმა თანხა ამოიღო ჩანთიდან და მის თვალწინ ჩაუთვალა მეუღლეს (აწ გარდაცვლილ მამკვიდრებელს) შვილისათვის მანქანის შესაძენად; მოპასუხის მეუღლე მოპასუხის მეორე შვილთან ერთად წავიდა ავტომანქანის შესაძენად. სადავო ავტომანქანას ფლობს მოპასუხის შვილი.

12. მოწმე ნ. ჭ-ას განმარტებით, სადავო ავტომანქანა არის მოპასუხის შვილის საკუთრება, მას დაახვედრეს საჩუქრად, როდესაც პარიზიდან დაბრუნდა და აღნიშნულის ამსახველი ვიდეო კადრებიც არსებობს, ავტომანქანას დღემდე მოპასუხის შვილი ფლობს.

13. სარჩელის საფუძვლები

13.1. მოსარჩელეებმა 2016 წლის 22 იანვარს სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოითხოვეს.

13.2. მოსარჩელეებმა ამ განჩინების 1-4 პუნქტებზე მითითებით განმარტეს, რომ სადავო ავტომანქანა მათ, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებს, ეკუთვნით და მოპასუხე მას უკანონოდ ფლობს. შესაბამისად, იგი ვალდებულია მესაკუთრეებს დაუბრუნოს სადავო ავტომანქანა.

14. მოპასუხის შესაგებელი

14.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მართალია ავტომანქანა რეგისტრირებულია აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის სახელზე, მაგრამ რეალურად მან შეიძინა ავტომანქანა თავისი შვილისათვის, რომელიც იმ პერიოდში სასწავლებლად უცხოეთში იყო. ამასთან სადავო ავტომანქანას დღემდე მისი შვილი ფლობს.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

15.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170.1-ე, 172.1-ე, 186-ე, 524-ე, 525-ე, 158-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით, მოწმეთა განმარტებებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ავტომანქანა მოპასუხემ შეიძინა და მას ამ უკანასკნელის შვილი ფლობს.

15.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მტკიცება იმის შესახებ, რომ რადგან ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია მამკვიდრებლის სახელზე, ეს უკანასკნელი არის მესაკუთრე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სსკ-ით დადგენილი წესები.

15.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ავტომანქანას არ ფლობს მოპასუხე, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ავტომანქანის მესაკუთრე და მფლობელი არის მოპასუხის შვილი, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საფუძველი.

16. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

16.1. მოსარჩეელებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე მითითებით მოითხოვეს:

16.2. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან მისი გამოტანისას სასამართლომ არ გაითვალისწინა "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონი (შემდეგში: სპეციალური კანონი), რომლის მიხედვითაც "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან."

16.3. აპელანტის განმარტებით განსახილველი დავის გადასაწყვეტად სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი არ გამოიყენება, რადგან ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სადავო ავტომანქანა გააჩუქა არა მესაკუთრემ, არამედ სხვა პირმა. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასასაბუთებლად, რომ სადავო ავტომანქანას მოპასუხე არ ფლობს, უსაფუძვლოა, რადგან საქალაქო სასამართლოს მოსარჩელისათვის სსსკ-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებული არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა არ შეუთავაზებია.

16.4. აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ დაარღვია ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა საკუთრება და მემკვიდრეობა.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

17.2. პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 377-ე, 393-ე, 394-ე, 390-ე მუხლებით, მიიჩნია, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რაც გაიზიარა.

17.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-12 პუნქტებში დასახელებული გარემოებები. სპეციალური კანონის მე-8, მე-91 მუხლებით, სსკ-ის 148-ე, 149-ე, 155.1-ე და 158-ე მუხლებით იხელმძღვანელა და იმის გასარკვევად თუ ვის ეკუთვნის სადავო ავტომანქანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა: “sakuTrebis uflebis warmoSobis safuZvlebi amomwuravadaa dadgenili saqarTvelos samoqalaqo kodeqsiT, romelic erTmaneTisagan ganasxvavebs moZrav da uZrav nivTebze sakuTrebis SeZenis samarTlebriv reJims. amave kodeqsis 186-197-e muxlebiT gansazRvrulia ra moZrav nivTebze sakuTrebis SeZenis safuZvlebi, es wesebi Tanabrad vrceldeba yvela moZrav nivTze da igi ar adgens moZrav nivTze sakuTrebis SesaZenad savaldebulo registracias. rac Seexeba `sagzao moZraobis usafrTxoebis Sesaxeb~ saqarTvelos kanons, pirveli muxlis Sesabamisad, es kanoni gansazRvravs saqarTvelos teritoriaze sagzao moZraobis usafrTxoebis uzrunvelyofis samarTlebriv safuZvels. aRniSnuli kanoniT imperatiulad dadgenilia satransporto saSualebaTa savaldebulo registracia, rac TavisTavad ar warmoadgens nivTze sakuTrebis warmoSobis safuZvels. registraciis ganxorcieleba ar warmoadgens samoqalaqosamarTlebriv aqts, igi mxolod sagzao moZraobis usafrTxoebis uzrunvelyofis samarTlebriv safuZvels qmnis da Tavisi arsiT administraciuli samarTlis sferos ganekuTvneba. miTiTebuli kanonis safuZvelze saqarTvelos Sinagan saqmeTa ministris 2007 wlis 31 ianvris #150 brZanebiT damtkicda `meqanikuri da satransporto saSualebebis savaldebulo registraciis wesebis Sesaxeb~ instruqcia, romelic mkafiod warmoaCens meqanikuri satransporto saSualebebze registraciis Sinaarss, kerZod: instruqciis me-3 muxli gansazRvravs ra instruqciaSi gamoyenebul terminTa ganmartebas, me-6 punqtiT adens, rom mesakuTred miiCneva fizikuri an iuridiuli piri, romelmac saqarTvelos kanonmdeblobiT dadgenili wesiT moipova meqnikur satransporto saSualebaze sakuTrebis ufleba da gaaCnia Sesabamisi sakuTrebis damadasturebeli dokumenti, agreTve notariulad Sedgenili sakuTrebis mindobis xelSekrulebiT meqanikuri satransporto saSualebis mmarTveli piri, xolo amave muxlis me-12 punqtiT, meqanikuri satransporto saSualebaTa sakuTrebis damadasturebeli dokumenti aris am instruqciis me-11 muxlSi miTiTebuli organizacia an dawesebulebis mier gacemuli dokumenti, romelic adasturebs meqanikur satransporto saSualebaze fizikuri an iuridiuli piris sakuTrebis uflebas. sagulisxmoa instruqciis me-11 muxli, romlis ZaliTac meqanikur satransporto saSualebebze fizikuri an iuridiuli piris sakuTrebis ufleba dasturdeba erT-erTi dokumentiT, romelic gasces: a)saregistracio ganyofilebebma (transportis saregistracio mowmoba, teqnikuri taloni, saaRricxvo baraTi, erToblivi gancxadeba (danarTi N1) da aseve sxva uflebamosilma organoebma. amave instruqciis #1 danarTi ki meqanikuri satransporto saSualebaze sakuTrebis gadacemis mxareTa urTierTSeTanxmebiT Sedgenili erToblivi gancxadebis nimuSs warmoadgens, ris safuZvelzec satransporto saSualebis registracia xorcieldeba. amave instruqciis me-3 muxlis mesame punqtiT mocemulia meqanikuri satransporto saSualebis registraciis definicia, kerZod, registracia aris am brZanebiT gansazRvruli wesiT, saagentos mier meqanikuri satransporto saSualebebis savaldebulo registracia, registraciaSi cvlilebebis ganxorcieleba, saregistracio niSnebis miniWeba, sagzao moZraobaSi monawileobisaTvis maTi daSveba da dadgenili wesiT saregistracio sistemasa da dokumentebSi informaciis aRricxva. zemoaRniSnuli normebis analizi cxadyofs, rom avtomanqanis registraciis mizani da daniSnuleba kanoniT amomwuravad aris gansazRvruli da igi am nivTze sakuTrebis warmoSobis aucilebeli winapiroba ar aris, Tumca mesakuTris Secvla savaldebulo registracias eqvemdebareba” (ix. სusg as-914-954-2011, 27.10.2011 w.).

17.4. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად სანივთო სამართალი განსხვავებულად აწესრიგებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე, როგორც საკუთრების ვარაუდს, ასევე საკუთრების გადასვლის წესს. მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით საკუთრების პრეზუმფცია ვლინდება მფლობელობიდან, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებით – საჯარო რეესტრიდან. ამასთან მფლობელობა უფრო ნაკლებად იცავს კეთილსინდისიერ შემძენს, ვიდრე საჯარო რეესტრის რეგისტრაცია.

17.5. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 170.1-ე მუხლის თანახმად განმარტა, რომ მესაკუთრის უფლებამოსილებებია კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ნივთის თავისუფალი ფლობა და მისით სარგებლობა, აგრეთვე ნივთის განკარგვის უფლებამოსილება (მესაკუთრის უფლებამოსილების პოზიტიური მხარე), მესაკუთრის უფლება მესამე პირის მიერ მესაკუთრის კუთვნილი ნივთით სარგებლობის დაუშვებლობა (მესაკუთრის უფლებამოსილების ნეგატიური მხარე). იმ შემთხვევაში როდესაც კანონიერი მესაკუთრის უფლებები, თავისუფლად ფლობდეს სარგებლობდეს ან განკარგავდეს ქონებას უსაფუძვლოდ არის შეზღუდული, ამ უკანასკნელს შეუძლია მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა უფლების დაცვის ვინდიკაციური სარჩელის გზით, რაც განმტკიცებულია სსკ-ის 172.1 -ე მუხლში.

17.6. მოცემულ შემთხვევაში სადავო ქონების კუთვნილების ფაქტი, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს სსკ-ის 183-ე და 311-312-ე მუხლების დანაწესებით, რადგან ქონება მოძრავი ნივთია და მისი საკუთრების პრეზუმფცია ფაქტობრივი მფლობელობით ვლინდება, დადგენილია მოპასუხის შვილის სასარგებლოდ, ვის მიმართაც სარჩელი არ არის აღძრული. ეს ნიშნავს, რომ მოპასუხე არ ახორციელებს რა ფაქტობრივ ფლობას სადავო ნივთზე, მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელით მოთხოვნის დაკმაყოფილების ინტერესი საფუძველს მოკლებულია. ამასთან, ის ფაქტი, რომ მოპასუხის შვილი არ იქნა ჩაბმული საქმეში სათანადო მოპასუხედ განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მოპასუხის მონაწილეობის გარეშე დავის განხილვა არსებითად ვერ იმოქმედებს საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად სსსკ-ის 85-ე მუხლის არაიმპერატიული ხასიათის დანაწესის გამოყენებისგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავის არიდება, გავლენას ვერ მოახდენდა დავის გადაწყვეტის არსებით შედეგზე იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ქონების რეალური მესაკუთრე არის მისი ფაქტობრივი მფლობელი და არა შესაბამის ორგანოში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირი.

18. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

18.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით პირველმა, მეორე და მეოთხე აპელანტებმა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

18.2. კასატორების ძირითადი საკასაციო პრეტენზიები ამ განჩინების 16.2-16.4 პუნქტებში დასახელებული სააპელაციო პრეტენზიების იდენტურია.

18.3. კასატორების განმარტებით, მოპასუხეს არ ჰქონია არანაირი ხელისშემშლელი გარემოება, რომ ავტომანქანა თავისი ან თავისი შვილის სახელზე გაეფორმებინა, თუ მოპასუხემ შეიძინა სადავო ავტომანქანა. მხოლოდ მოწმეთა განმარტებებით შეუძლებელია მესაკუთრის ვინაობის დადგენა, რადგან აღნიშნული არ არის მყარი მტკიცებულება. მოპასუხეს ავტომანქანის მისაკუთრების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა.

19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიღებულია სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

22. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი შედავება არ წარმოუდგენიათ.

23. ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ სადავო ავტომანქანას ფლობს არამესაკუთრე პირი, ხოლო მის ნამდვილ მესაკუთრეებს არ ეძლევათ ავტომანქანის ფლობისა და სარგებლობის უფლება.

24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს საქმეში არსებული გარემოებები დადგენილად და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს დავის გადაწყვეტისათვის საკვანძო საკითხს, თუ როგორ დგინდება მოძრავ ნივთზე მესაკუთრის ვინაობა.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რასაც სააპელაციო სასამართლოც დაეთანხმა, რომ სსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად მოძრავი ნივთის მფლობელი მის მესაკუთრედ ივარაუდება. „sakasacio palata ganmartavs, rom satransporto saSualebis registracia ar warmoadgens samoqalaqo-samarTlebriv aqts. am valdebulebis ganxorcieleba warmoadgens mxolod erTerT aucielebel pirobas sagzao moZraobis usafrTxoebis uzrunvelyofisaTvis da ara avtosatransporto saSualebaze sakuTrebis uflebis warmoSobisaTvis. sakasacio palata ganmartavs, rom kanoni ar adgens specialur formas avtomanqanis SeZenasTan an sxva gvari masze mflobelobis gadacemisaTvis. avtosatransporto saSualeba aris moZravi nivTi da amdenad masze unda gavrceldes moZrav nivTebis SeZenisaTvis dadgenili wesebi“ (იხ. სუსგ ას-241-572-07, 17.10.2007 წ.).

26. განსახილველ შემთხვევაში მოწმეთა განმარტებებით დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა მოპასუხის შვილის პირდაპირ მფლობელობაშია. „sakasacio palata ar iziarebs kasatoris mosazrebas imis Sesaxeb, rom gadacemis faqti ar SeiZleba dadasturdes mowmeTa CvenebebiT. sakasacio palata ganmartavs, rom samoqalaqo procesSi mtkicebulebaTa dasaSvebobis instituti damokidebulia konkretul SemTxvevaSi samoqalaqo (materialur) - samarTlebriv normaze da konkretuli materialur-samarTlebrivi normiT gaTvaliswinebul faqtobriv garemoebebze... sakasacio palata Tvlis, rom mtkicebulebaTa dasaSvebobis wesebis gamoyenebis dros didi mniSvneloba eniWeba mtkicebis sagnis diferencirebas. konkretul SemTxvevaSi, iseTi faqtebis dadgena, romlebic dakavSirebulia uSualod moZravi nivTis gamoTxovis Sesaxeb dakavSirebul urTierTobebTan, SeiZleba dadasturdes mowmeTa CvenebebiT. konkretul SemTxvevaSi mosarCelem mopasuxes gadasca moZravi nivTi, romlis gadacemas kanoni ar ukavSirebs garkveuli formis an wesis dacvas... mxolod kanoniT gansazRvruli specialuri formis an wesis arsebobis SemTxvevaSi aRniSnuli garemoebebis dadasturebisaTvis aucilebeli iqneboda am wesis an formis damaxasiaTebeli mtkicebulebebis warmodgena (sssk-is 102-e muxlis me3 nawili). amdenad, sakasacio palata Tvlis, rom aseTi wesis ararsebobis gaTvaliswinebiT aRniSnuli moZravi nivTis gadacemis faqti SeiZleba dadasturdes mowmeTa CvenebebiT“ (იხ. სუსგ ას-246-577-07, 17.10.07 წ.).

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლითაც ქვემდგომი სასამართლო არ ეთანხმება აპელანტის მტკიცებას, რომ საქმეში მოპასუხის შვილის სათანადო მოპასუხედ ჩაურთველობის გამო საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მართალია საქალაქო სასამართლოს, სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, შეეძლო მოსარჩელეებისათვის არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა შეეთავაზებინა, თუმცა, აღნიშნული დავის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, რის გამოც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და არსებითად განხილვის შემთხვევაშიც, თუნდაც საკასაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომ სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში, განსახილველ დავაზე სამართლებრივი სურათი ვერ შეიცვლება, რადგან საკითხი უკავშირდება მოძრავ ნივთზე- ავტომანქანაზე საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს.

28. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო განაცხადის სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობისათვის, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსხილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს დაუბრუნდებათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ც-ის, გ. ც-ისა და ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ. ც-ს (პ/ნ 0--), გ. ც–სა (პ/ნ 0-) და ლ. ც-ს (პ/ნ 0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ. ც-ის (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N13889262, გადახდის თარიღი 2017 წლის 7 აგვისტო), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე